|
| 1874 |
|---|
ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა
| 16 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ავრცელებს. გამომცემლობამ ქართველი ავტორების ახალი წიგნები წარადგინა და საქართველო წელს განახლებული სლოგანით - Follow the Journey of Georgian Characters არის წარმოდგენილი. ფესტივალი 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება, სადაც უცხოური გამომცემლები ქართულ ლიტერატურას გაეცნობიან. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2007 წლიდან მონაწილეობს. მსოფლიოში უდიდეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში ყოველწლიურად ათასობით გამომცემელი და ავტორი მონაწილეობს. |

17-10-2019
წყარო: Imedi TV
|
22-09-2022 ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022 |
|---|
|
17-09-2020 30 ათასლარიანი მიკროგრანტების პროგრამა 5 ოქტომბერს დაიწყება |
|
11-04-2019 გიორგი ქობულია - ეკონომიკური ატაშეების მუშაობა მიბმული იქნება საელჩოებთან, რადგან ეს კოორდინაცია უფრო ეფექტიანი მექანიზმია |
|
30-05-2019 “თი-ბი-სი” კაპიტალმა საქართველოს ობლიგაციების ბაზრის განახლებული კვლევა გამოსცა |