საკურას ყვავილობით იაპონია მილიარდობით დოლარის შემოსავალს ელის

საკურას ყვავილობა იაპონიაში სიმბოლურია, რაც ბუნების გამოღვიძებასთან და განახლებასთან ასოცირდება. თუმცა ის იაპონიის ეკონომიკისთვის დიდი შემოსავლის წყაროც არის. ამის შესახებ სიუჟეტი BBC-მ მოამზადა.

გასულ წელს, სეზონის ყვავილობამ მსოფლიოს მასშტაბით იაპონიაში 5 მილიონამდე ადამიანი მიიზიდა, რის შედეგადაც Bloomberg-ის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკამ 2.7 მილიარდი დოლარი მოუტანა.

ყოველ წელს ყვავილობასთან დაკავშირებით ფესტივალები და ღონისძიებები იმართება.

27 მარტს „იაპონური საკურის საზოგადოების“ მიერ აღინიშნება საკურას ყვავილობის დღესასწაული.