|
| 1618 |
|---|
აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშემწყობი ახალი პროექტი იწყება
| ⇒ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ახალი პროექტი „ეროვნული პარკები და ეკოტურიზმი“ იწყება. • პროექტს, რომლის მიზანია დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურული განვითარების, მართვის გაუმჯობესების და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ამერიკის შეერთებული შტატების შინაგანი დეპარტამენტი განახორციელებს. • შეთანხმებას ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა და აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის წარმომადგენელმა, პროექტის ხელმძღვანელმა, პიტერ ქელერმა მოაწერეს. • „ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა მრავალ მიმართულებას მოიცავს, მათ შორის აღსანიშნავია დაცული ტერიტორიების მართვის კუთხით მხარდაჭერა. ახალი პროექტი, რომლის განხორცილებასაც ვიწყებთ, ხელს შეუწყოს როგორ სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე, დაცული ტერიტორიებზე სხვდასხვა ეკონომიკური პროექტის განხორციელებას, რაც ადგილობრივ მოსახელობის ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. • ელიზაბეთ რუდმა პროექტის დაწყების შეთანხმების ხელმოწერას პარტნიორული ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა უწოდა და აღნიშნა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. • „დაცული ტერიტორიები საქართველოს საგანძურია, რომელსაც დაცვა და განვითარება სჭირდება. პროექტი ასევე მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნის და ქვეყნაში ეკონომიკური ზრდის წახალისების თვალსაზრისით. ეს გახლავთ, USAID მეშვეობით, კიდევ ერთი მაგალითი ამერიკის მთავრობის დახმარებისა საქართველოს მიმართ“,- განაცხადა პიტერ ვიბლერმა. ⇒ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე, ხატია წილოსანი და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. |

18-10-2019
წყარო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
|
30-05-2019 სიგარეტიდან თუთუნზე გადასული მწეველები |
|---|
|
25-04-2019 პრობლემები თბილისის მეტროპოლიტენში - გვირაბებში ელექტროსისტემის შეცვლა იგეგმება |
|
10-05-2019 აშშ-ში რუსმა რეპერმა ტიმატიმ რესტორანი გახსნა, რომელშიც საკვები შავი ხელთათმანით უნდა მიირთვათ |
|
04-04-2019 DWV-Training მომსახურების ხარისხის მართვის სტრატეგიული მიდგომები |