|
1431 |
---|
“ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობას იწყებს
“ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად საინფორმაციო კამპანიას იწყებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და „ვისოლ ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ორგანიზაციები საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, უნიკალური ბუნების გაცნობის და უსაფრთხო ტურიზმის ხელშესაწყობად, გრძელვადიან საინფორმაციო კამპანიას იწყებენ. პროექტის ფარგლებში, მომზადდება ვიდეო-ბლოგები საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიების შესახებ. ბლოგის წამყვანები საზოგადოებას გააცნობენ როგორც პოპულარულ მარშრუტებს, ასევე სამთხო-საფეხმავლო ბილიკებს და დაეხმარებიან ახალი მიმართულებების აღმოჩენაში. მაყურებლები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ მოგზაურობასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების შესახებ. მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ, „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ და „ვენდისა“ და „დანკინის“ დირექტორმა გიორგი მშვილდაძემ მოაწერეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. „ვისოლ ჯგუფისათვის“ საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობა შექმნილი ვითარების ფონზე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ძირითადი საზრუნავია. აღნიშნული პროექტით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად გვსურს ხელი შევუწყოთ, როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას, ისე უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოს უნიკალური ტურისტული რესურსების შესახებ ინფორმაციის აქტიური გავრცელებითა და მოგზაურობის უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიით. პარალელურად, „ვისოლ ჯგუფი“ ცდილობს წვლილი შეიტანოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორისა და არგვეთას მონაკვეთზე „დასვენებისა და მომსახურების ცენტრების“ შექმნით, სადაც ყველა საჭირო მომსახურების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი, მოგზაურობას საქართველოში და საქართველოს გავლით გაცილებით უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის. დღესდღეობით ტურიზმის ხელშემწყობი მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, გვეამაყება, რომ „ვისოლ ჯგუფს“ თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებაში“, - აცხადებენ „ვისოლ ჯგუფში“. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ კერძო კომპანიებთან ერთად მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ. ახალი პროექტით „იმოგზაურე ვისოლთან ერთად“, რომელიც სააგენტოსა და კომპანიის აქტიური თანამშრომლობით განხორციელდება ჩვენ ხელს შევუწყობთ ეკოტურიზმის პოპულარიზაციას. მე ვფიქრობ, რომ სწორედ საჯარო და კერძო სექტორის ერთობლივად მუშაობითაა შესაძლებელი საქართველოში ტურიზმის მეტად განვითარება“- განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ. საქართველოს დაცული ტერიტორიები 87 სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას მოიცავს, რაც ჯამურად საქართველოს 9,2%-ს ფართობს შეადგენს. დაცული ტერიტორიები აერთიანებს ქვეყნის მასშტაბით უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ბუნებრივ მემკვიდრეობას. მათ შორისაა: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, მტირალას ეროვნული პარკი, კოლხეთის ეროვნული პარკი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ვაშლოვანის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები. |
19-07-2019
წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო
23-12-2022 ჩინეთის სასტიპენდიო პროგრამა 2023-2024 |
---|
20-10-2023 კონკურსი რეგიონული მედიისთვის |
25-06-2019 დაკრედიტების მოცულობამ 27.6 მლრდ-ს გადააჭარბა |
10-05-2019 ცვლილება, რომელიც შესაძლოა, ავტომობილის გამონაბოლქვთან დაკავშირებით ამოქმედდეს - საქართველოში ევრო 4-ზე დაბალი სტანდარტის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა იგეგმება |