საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში- გამარჯვებულები - 20 ნოემბერი
ნავიგატორი
2184


საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში- გამარჯვებულები - 20 ნოემბერი

20 ნოემბერს 16:00 საათზე, ღია საზოგადოების ფონდი საზოგადოებას წარუდგენს კონკურსის „საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ გამარჯვებულ ოთხ პროექტს.

სადავო აღარ არის, რომ საქართველოს სჭირდება მდგრადი ურბანული განვითარებისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავება. ქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის/ხარვეზულობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე.

ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი.
ღია საზოგადოების ფონდის მიერ ამ თემაზე გამოცხადებული კონკურსი რამდენიმე მიზანს ემსახურებოდა:

► მდგრადი ურბანული განვითარება და გეგმარება;
► გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა;
► საჯარო სივრცეების განაშენიანებისგან დაცვა.

გამარჯვებული პროექტები თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში განხორციელდება.

20-11-2019

წყარო: ღია საზოგადოების ფონდი

05-06-2019

5 თვეში საქართველოს პორტების საკონტეინერო ტვირთბრუნვა 35%-ით გაიზარდა

10-02-2023

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია

11-03-2019

სოფლის განვითარების ევროპული მოდელი

31-05-2019

ირაკლი კოვზანაძე: საპენსიო რეფორმას ალტერნატივა არ გააჩნია, ჩვენ ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს

31-05-2019

ირაკლი კოვზანაძე: საპენსიო რეფორმას ალტერნატივა არ გააჩნია, ჩვენ ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს

05-06-2019

5 თვეში საქართველოს პორტების საკონტეინერო ტვირთბრუნვა 35%-ით გაიზარდა

10-02-2023

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია

11-03-2019

სოფლის განვითარების ევროპული მოდელი


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ