არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ზრდის ტრენდი თამბაქოზე დაწესებული გაუაზრებელი გადასახადების შედეგია
ნავიგატორი
2397


არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ზრდის ტრენდი თამბაქოზე დაწესებული გაუაზრებელი გადასახადების შედეგია

2019 წელს მოსახლეობას ახალი საზრუნავი გაუჩნდა - ადამიანები ფიქრობენ როგორ ჩაანაცვლონ ძვირადღირებული სიგარეტი შედარებით იაფიანი ალტერნატივით. ახალი ფასები, რომელიც პირველ რიგში თამბაქოს მომხმარებლების ჯიბეზე აისახება, აქციზის მატებამ გამოიწვია. მმართველი გუნდის მტკიცებით, გადაწყვეტილება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის განპირობებული.

 

ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ თამბაქოს გაძვირება ავტომატურად მოწევისთვის თავის დანებებას არ იწვევს. მათი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აქციზის განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებით, ქვეყანაში უფრო მეტად კონტრაბანდის შემოტანას შეუწყობს ხელს.

 

კომერსანტმა შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს საბაჟოზე აღმოჩენილი არადეკლარირებული სიგარეტის შესახებ.

 

ირკვევა, რომ 2016 წელს საქართველოში არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის 79 ფაქტი გამოვლინდა ჯამში 1, 937, 920 ღერი. ვითარება საგრძნობლად იცვლება 2017 წელს,  რა დროსაც არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის  212 ფაქტი გამოვლინდა ხოლო ღერების რაოდენობა 4 , 564 ,025 -მდე გაიზარდა. არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის  ზრდის ტრენდი ნარჩუნდება 2018 წელსაც რა დროსაც 280 ფაქტი გამოვლინდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ სიგარეტის ღერების რაოდენობა შემცირებულია და 1, 382 , 154 ღერი შეადგინა.

 

ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი აცხადებს, რომ შემცირებულია ის არადეკლარირებული საქონელი, რომელიც საზღვარზეა ამოღებული, თუმცა, ქვეყანაში არსებობს რისკები, რომ არალეგალური ვაჭრობა გაიზარდოს. რაც ბაირახტარის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით არის განპირობებული.

 

„შემცირება გვაქვს მხოლოდ წინა წელთან შედარებით. მაგალითად 2014 წელს თუ შევადარებთ 2017 წელს, ეს მოცულობა დაახლოებით 48 - ჯერაა გაზრდილი. მთავარი წყარო, საიდანაც ჩვენთან შემოდის თამბაქო ეს გახლავთ არა კონტროლირებადი ტერიტორიები. ეს არის ის მთავარი პრობლემა, რომელიც ჩვენ დაგვიდა თამბაქოზე დაწესებული ყოვლად გაუაზრებელი გადასახადებიდან“, - განაცხადა პაატა პაირახტარამა.

19-03-2019

წყარო: commersant.ge

29-09-2022

გააციფრულე და გაზარდე შენი ბიზნესი

10-04-2019

ველობილიკებსა და „ბასლეინებზე“ ვიდეოკამერების დასამონტაჟებლად ტენდერი გამოცხადდა

19-03-2019

არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ზრდის ტრენდი თამბაქოზე დაწესებული გაუაზრებელი გადასახადების შედეგია

24-06-2019

Fuckup Nights Tbilisi vol. 14 | English Edition

24-06-2019

Fuckup Nights Tbilisi vol. 14 | English Edition

29-09-2022

გააციფრულე და გაზარდე შენი ბიზნესი

10-04-2019

ველობილიკებსა და „ბასლეინებზე“ ვიდეოკამერების დასამონტაჟებლად ტენდერი გამოცხადდა

19-03-2019

არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ზრდის ტრენდი თამბაქოზე დაწესებული გაუაზრებელი გადასახადების შედეგია


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ