|
1703 |
---|
შეწყალების წესში განხორციელებული ცვლილებები
► 2019 წლის 26 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა N556 ბრძანებულებით შეწყალების ახალი წესი დაამტკიცა. შეწყალების ახალი წესი ძველი პროცედურისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რის შესახებაც აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება. ► პრეზიდენტისთვის მსჯავრდებულის შეწყალების საქმეს განსახილველად შეწყალების კომისიის ნაცვლად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური მოამზადებს. სწორედ ეს სამსახური იქნება უფლებამოსილი პრეზიდენტს წარუდგინოს:
► ამასთან, სამსახურს არ შეუძლია პრეზიდენტს მიმართოს სასჯელმოხდილი პირისთვის ნასამართლობის მოხსნის თაობაზე, თუმცა პრეზიდენტს ეს პრეროგატივა კვლავ გააჩნია. პრეზიდენტს ისევ შეუძლია, შეწყალების თხოვნის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, ან ამ მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე. წესის მიხედვით, პრეზიდენტს არ წარედგინება იმ მსჯავრდებულთა საქმეები, ვინც:
► შესაბამისად, ახალი წესი ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს:
► ამასთან, ძველი წესისგან განსხვავებით, სასჯელის მოხდის ადგილის უარყოფითი დახასიათება შეწყალების საკითხის გამომრიცხველ გარემოებას არ წარმოადგენს. სამსახური პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს იმ მსჯავრდებულის შეწყალების საქმეს, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს არასრულწლოვანი იყო. ► ახალი წესის თანახმად, შეწყალების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პრეზიდენტი, საჭიროების შემთხვევაში, გაივლის კონსულტაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა ან/და დარგის სპეციალისტებთან. შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პრეზიდენტი, კლასიკური გარემოებების გარდა (დანაშაულის მიზანი, მოტივი, შედეგი და ა.შ.) ითვალისწინებს ისეთ გარემოებებსაც, როგორიცაა: ჩადენილი არასათანადო მოპყრობა, ოჯახური დანაშაული, ოჯახში ძალადობა, აგრეთვე, დანაშაული შშმპ, ბავშვის ან სხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლის მიმართ; დანაშაული პოლიციელის, გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის ან პროცესის მონაწილის მიმართ, დაკავშირებული მათ მიერ სამსახურებრივი ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან; დანაშაული ჩადენილი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ, რომელიც სასჯელს იხდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 ან მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის გამო. ► ახლად ამოქმედებული წესის თანახმად, პრეზიდენტის მიერ შეწყალების თაობაზე განკარგულების გამოუცემლობა ჩაითვლება პირის შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად. აღნიშნული ინფორმაცია გაეგზავნება პენიტენციურ სამსახურს, რომელიც გადაწყვეტილებას მსჯავრდებულს აცნობებს. ► შეწყალების საქმე პრეზიდენტს ხელახლა შეიძლება წარედგინოს გადაწყვეტილების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ. ამასთან, იმ პირთა შეწყალების თხოვნა, რომელთა საქმე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარმოდგენილია 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 2019 წლის 27 ნოემბრამდე და რომელთა მიმართაც 2020 წლის 1 იანვრამდე არ გამოიცემა შეწყალების თაობაზე განკარგულება, განიხილება შეწყალების თხოვნის ხელახლა წარმოდგენისას და არ იმოქმედებს საქმის ხელახლა წარდგენისათვის დადგენილი 6-თვიანი ვადით შეზღუდვა. |
16-12-2019
წყარო: საქართველოს სახალხო დამცველი
03-05-2019 დაცულ ტერიტორიებზე შესვლა გაძვირდა |
---|
28-02-2019 პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას 5 წლის განმავლობაში ქვეყნიდან ვერ გაიტანენ |
05-06-2019 კადეტთა კორპუსის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა |
27-08-2019 საქართველოს დაცული ტერიტორიის საერთო ფართობი ქვეყნის ტერიტორიის 8.6%-ს შეადგენს. |