გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), მის წევრ კომპანია - C-team management consulting-თან ერთად გიწვევთ ერთდღიან პრაქტიკულ ტრენინგზე:
მომსახურების ხარისხის მართვის სტრატეგიული მიდგომები
ტრენინგის მიზანი: ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას შემდეგი მიმართულებით:
- მომსახურეობის როლი XXI საუკუნის ბიზნესში
- რა განსხვავებაა კლიენტზე ორიენტირებულ (Customer Centric) მომსახურებასა და VIP მომსახურებას შორის?
- რა შეცდომებს უშვებენ კომპანიები მომსახურეობის სფეროში? - ქართულ და აშშ-ს ბაზარზე არსებული სიტუაციის განხილვა
- როგორ დავგეგმოთ VIP სტრატეგიის განვითარების დ დანერგვისა პროექტი? - ჩვენი ექსპერტის გამოცდილება აშშ-ს საბანკო ინდუსტრიაში
სამიზნე აუდიტორია: ფინანსური ორგანიზაციები: ბანკი, მისო ა.შ. მომსახურების სფეროში მოღვაწე კომპანიები, ტოპ და საშუალო რგოლის მენეჯერები, რომლებიც უშუალოდ ჩართული არიან სტრატეგიის შემუშავებაში და/ან პასუხისმგებლები არიან ორგანიზაციის მომსახურების ხარისხსა და CRM-ზე.
ტრენინგს გაუძღვება C-Team-ის პროექტის მენეჯერი ქალბატონი - ნათია ჭინჭარაული, რომელმაც ბაკალავრის ხარისხი ამერიკაში, არგოსის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების განხრით მიიღო. ის გვევლინება ბიზნესის, მართვისა და ადმინისტრირების საერთაშრისო საპატიო საზოგადოება „Sigma Beta Delta International“-ის აქტიურ წევრად. ნათიას აქვს 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება ამერიკის ფინანსურ სექტორში, ისეთ წამყვან კომპანიებში, როგორებიცაა: Capital One Bank, Citibank და Wells Fargo.
ტრენინგის საფასური: გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრებისთვის - 180 ლარი, სხვა შემთხვევაში 220 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).
საფასური მოიცავს ყავისა და ლანჩის შესვენებას და ყველა საჭირო მასალას ტრენინგის მიმდინარეობისას.
ტრენინგზე რეგისტრაციის მსურველებმა, გთხოვთ 12 აპრილამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfEv3imIm5hY-ubCy1QCC96IK616UATPEwIQp8FM92t0402vA/viewform
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: mariami.uglava(at)georgien.ahk.de