|
| 1099 |
|---|
Tbilisi Startup Day
| თუ გრძელი ტექსტები არ გიყვარს - ერთწინადადებიანი შეჯამება: შენს ყველა საყვარელ ღონისძიებას ერთ დღეს ვატარებთ!
როგორ? ამის შემდეგ ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება და შანსი გაქვს, სულ პირველ აღნიშვნას პირადად დაესწრო!
როგორ?
აი, არასრული ჩამონათვალი იმისა, თუ რას დაგახვედრებთ: ● ProductTank Tbilisi meetup & discussion - რაც არ უნდა გამოტოვო, თუკი პროდუქტის მენეჯმენტი გაინტერესებს. ● Founder Institute Georgia panel event - რასაც აუცილებლად უნდა დაესწრო, თუ გლობალური სტარტაპის დაარსებაზე მეტის გაგება გინდა. ● Fuckup Nights Tbilisi vol. 27 - სადაც ტექ. სტარტაპების დამფუძნებლები თავიანთი წარუმატებლობის ამბებს გაგვიზიარებენ (რადგან სხვის შეცდომებზე სწავლა ჯობია საკუთარის დაშვებას). ამ ყველაფერთან ერთად, იქნება ნეთვორქინგისა და ინვესტორებთან შეხვედრის უამრავნაირი შესაძლებლობა და - drum roll, please! - ღონისძიების შემდგომი წვეულება (რომელიც ქართულად ისე ჟღერს, თითქოს დიდი ბრიტანეთის დედოფალთან ოფიციალურ მიღებაზე გეპატიჟებით, მაგრამ სინამდვილეში “ავთერ ფართის” ვგულისმხობთ).
წყარო: GITA Tech Park |

29-06-2022
წყარო: GITA Tech Park
|
26-01-2023 სასწავლო ინიციატივა, „ევროპული სოციალური დოკუმენტური კინო“ ქართული მედიის წარმომადგენლებს კონკურსში იწვევს |
|---|
|
29-03-2019 ქვეყნები შენგენის ზონაში, სადაც ქართველებს საზღვრის კვეთაზე უარს არ ეუბნებიან - თებერვლის სტატისტიკა |
|
05-04-2019 3 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 21%-ით გაიზარდა |
|
15-02-2023 ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN კლიმატის ცვლილებაზე სტუდენტურ კონკურსს აცხადებს |