|
| 1079 |
|---|
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო
| საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის 2023-2024 წლის სასწავლო წლისთვის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. რაც იმას ნიშნავს რომ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან მიზანდასახული და არ აშინებთ გამოწვევები, ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ სრული დაფინანსება დიდი ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლისთვის. მათ შორის, MBA-ის STEM-ის თუ სხვა მიმართულებით.
პროგრამის ფარგლებში შერჩეულ 3 სტუდენტს საქართველოს ბანკი 1 წლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისას დაუფინანსებს არა მხოლოდ სწავლის საფასურის, არამედ ისეთ ხარჯებს, როგორიცაა: ყოველთვიური სტიპენდია, მგზავრობა, დისერტაციის / თეზისის გრანტი და სხვა. საქართველოს ბანკისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით, 2013 წლიდან მოყოლებული, უკვე 20-მა სტუდენტმა მიიღო უმაღლესი განათლება დიდ ბრიტანეთში. მათ რიცხვს წელს შეემატა კიდევ 3 ახალი სტიპენდიატი.
„საქართველოს ბანკმა დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან 2013 წელს გააფორმა პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც ხელს ვუწყობთ სტუდენტებს, რომლებმაც მიზნად მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის განათლების მიღება და წარმატებული მომავლის შექმნა დაისახეს.
ჩივნინგის სტიპენდიის შესახებ:
2023-2024 წლის სასწავლო წლისთვის აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო და ის 2022 წლის 1-ელ ნოემბერს, 12:00 სთ-ზე (ბრიტანეთის დროით) დასრულდება.
|

03-08-2022
წყარო: საქართველოს ბანკი
|
02-05-2019 ბოლნისის ბიუჯეტს იუმორინას კონცერტის გამართვა 15 ათასი ლარი დაუჯდა |
|---|
|
10-04-2019 აშშ-მა ევროკავშირიდან $11 მილიარდის პროდუქტებზე შესაძლოა ტარიფები დააწესოს |
|
31-05-2019 დონალდ ტრამპმა მექსიკას 5%-იანი ტარიფები დაუწესა |
|
17-07-2023 ევროკომისია დოქტორანტების მოსამზადებლად 434.8 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე კონკურსს აცხადებს |