|
| 1356 |
|---|
სოფლად ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერება
| საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ახორციელებს პროექტს „სოფლად ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერება“. პროექტის საბოლოო მიზანია, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერება და საარსებო წყაროს შექმნის ხელშეწყობა, უნარების და შესაძლებლობების განვითარების გზით პროექტის ფარგლებში სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ტრენინგები ჩაუტარდება არანაკლებ 160 ახალგაზრდას, რომლებიც გარდა მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგებისა მიიღებენ მენტორინგის სესიებში მონაწილეობას. მენტორინგის შეხვედრები ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, რომ კონსულტანტთან ერთად დაგეგმონ ბიზნესის წამოწყების კონკრეტული გზები და მიიღონ ფინანსებზე წვდომის შესაძლებობების შესახებ დეტალური ინფორმაცია. პროექტის ფარგლებში სამიზნე მუნიციპალიტეტებია: დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ლაგოდეხი და ყაზბეგი. სამიზნე ჯგუფი მოიცავს 18-24 წლის ასაკის ახალგაზრდა ქალებს, მათ შორის შშმპ-ებსა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს. პროექტი ხორციელდება „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
წყარო: http://www.economists.ge/
|

11-08-2022
წყარო: გაეროს განვითარების პროგრამა
|
05-07-2019 ისტორიული საკუთრებიდან იურიდიულ სტატუსამდე – “ნენსკრა ჰიდრო“ სვანებს მიწის რეგისტრაციაში ეხმარება |
|---|
|
19-04-2019 ქართული ღვინო ტოკიოში გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე |
|
10-04-2019 შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები ბერლინში შეხვედრებს მართავენ |
|
05-04-2019 Messe Frankfurt-ის გამოფენა ხორცის სფეროში IFFA |