მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო
ნავიგატორი
821


მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. 
პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

ამ ეტაპზე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 100-მდე პროექტი დაფინანსდება. საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს, ტექნიკასა თუ ხელსაწყოებს დაბრუნებული მიგრანტები თავად შეარჩევენ.

მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება უკვე მეორე ცხადდება. 2022 წელს, ჯამში, 200-მდე მიგრანტი დაფინანსდება.

პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ  ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ.

განაცხადების მიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 7 სექტემბრის  ჩათვლით გაგრძელდება:

•    ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.  N15ა;
•    ქ. გორი, სამების ქ. N1;
•    ქ. რუსთავი, კოსტავას  ქ. N20;
•    ქ. ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
•    ქ. ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.

განაცხადის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: info@idp.gov.ge (PDF-ის ან Word-ის დოკუმენტის სახით).

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ინტეგრაცია-რეინტეგრაციის პროგრამების სამმართველოს – 0322140242

 


 

წყარო: დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

12-09-2022

წყარო: დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

03-04-2019

საპოსტერო კონფერენცია

23-03-2023

ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა

16-05-2019

ქართული კომპანიები ბორდოში მიმდინარე ღვინის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ

22-02-2019

საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის ფასების მონიტორინგი ონლაინ სისტემით მოხდება

22-02-2019

საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის ფასების მონიტორინგი ონლაინ სისტემით მოხდება

03-04-2019

საპოსტერო კონფერენცია

23-03-2023

ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა

16-05-2019

ქართული კომპანიები ბორდოში მიმდინარე ღვინის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ