|
| 980 |
|---|
მოწვევა საგამოძიებო ჟურნალისტიკის და ციფრული უსაფრთხოების ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
| ევროპის ფონდი აგრძელებს სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების ძალისხმევის მხარდაჭერას, საქართველოში ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და საჭიროებაზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობისათვის. ამ მიზნით, ფონდი ახორციელებს ინიციატივას - საგამოძიებო ჟურნალისტიკის მხარდაჭერა ცვლილებებისათვის. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ევროპის ფონდი იწვევს ჟურნალისტებს და ბლოგერებს საგამოძიებო ჟურნალისტიკის და ციფრული უსაფრთხოების ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგი ჩატარდება 24-26 ოქტომბერს, თბილისში. მონაწილეები გაეცნობიან ისეთ საკითხებს როგორიცაა წყაროების მოძიებისა და ინტერვიუების ჩატარების ეფექტური ტექნიკა, მონაცემების მოძიება საქართველოს ფარგლებს გარეთ, სოციალური მედიისა და ვიზუალის გაშუქების ინსტრუმენტად გამოყენება, გამოძიების პრეზენტაცია, კონფიდენციალური წყაროების და მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაცვა და უსაფრთხო კომუნიკაცია. ტრენინგებს გაუძღვებიან არაერთი ჯილდოს მფლობელი გამომძიებელი ჟურნალისტები და საგამოძიებო ჟუნრალისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული სახელმძღვანელოს ჟურნალისტ-გამომიებლის სახელმღვანელო - დოკუმენტების, მონაცემთა ბაზებისა და მეთოდების გზამკვლევი ავტორები მარკ ჰორვიტი და ბრანტ ჰიუსტონი, და პრესის თავისუფლების ფონდის (Freedom of the Press Foundation) ციფრული უსაფრთხოების ხელმძღვანელის მოადგილე, ციფრული უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტი ოლივია მარტინი. ტრენინგის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის, გაეცანით განცხადების სრულ ტექსტს.
წყარო: ევროპის ფონდი |

12-09-2022
წყარო: ევროპის ფონდი
|
05-04-2019 კომერციული დაფინანსება გერმანული კომპანია DFT Deutsche Finetrading AG-სგან |
|---|
|
31-03-2019 ქობულეთში 500 მილიონი ლარის ევროპული ინვესტიცია განხორციელდება |
|
29-03-2019 საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია |
|
15-04-2019 მარტში საარსებო მინიმუმი 2 ლარით გაიზარდა |