საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯილდო, საქართველო 2022
ნავიგატორი
1621


საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯილდო, საქართველო 2022

ევროპის ფონდი აგრძელებს სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების ძალისხმევის მხარდაჭერას, საქართველოში ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და საჭიროებაზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობისათვის. ამ მიზნით, ფონდი ახორციელებს ინიციატივას - საგამოძიებო ჟურნალისტიკა ცვლილებებისათვის, რომელიც მიმართულია მედიასა და ადვოკატირების ჯგუფებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისაკენ ცუდი მმართველობის შემთხვევების გამოსავლენად. ინიციატივის ფარგლებში, ფონდმა საქართველოში საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯილდო დააწესა. აღნიშნული ჯილდო ეფუძნება გლობალური ჟურნალისტური  კონკურსის (Global Shining Light Award) პრინციპებს, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება საგამოძიებო ჟურნალისტიკის გლობალური ქსელის მიერ. კონკურსი მიზნად ისახავს იმ ქართველი გამომძიებელი ჟურნალისტების მხარდაჭერასა და წახალისებას, ვისაც მნიშვნელოვანი საკითხების გასაშუქებლად ხშირად სახიფათო და მტრულ გარემოში უწევთ მუშაობა. კონკურსი გამოავლენს და დააჯილდოვებს იმ ჟურნალისტებს და მედია საშუალებებს, რომლებმაც გამოააშკარავეს სიმართლე და, ამავდროულად, ბიძგი მისცეს ფართო საზოგადოებრივ მობილიზაციას პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების მოთხოვნით, ან მიაღწიეს სხვა ხელშესახებ ცვლილებას საქართველოს მოქალაქეთა საკეთილდღეოდ.

ამ მიზნით, ევროპის ფონდი იწვევს ჟურნალისტებს და მედია საშუალებებს,  ჯილდოზე წარადგინონ მათ მიერ მომზადებული საგამოძიებო სიუჟეტები, რომლებიც 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში გამოქვეყნდა.

დეტალური ინფორმაციისათვის, გაეცანით განცხადების სრულ ტექსტს.

 


 

წყარო: ევროპის ფონდი

07-10-2022

წყარო: ევროპის ფონდი

15-03-2019

“ქართული ოცნების“ მიერ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით მომზადებული ორი კანონპროექტი, რომლიც განხილვასაც პარლამენტი გაურკვეველი მიზეზით აჭიანურებს

08-08-2023

ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

13-05-2019

იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2.3 პროცენტით გაიზარდა

13-05-2019

UP-start Bootcamp

13-05-2019

UP-start Bootcamp

15-03-2019

“ქართული ოცნების“ მიერ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით მომზადებული ორი კანონპროექტი, რომლიც განხილვასაც პარლამენტი გაურკვეველი მიზეზით აჭიანურებს

08-08-2023

ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

13-05-2019

იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2.3 პროცენტით გაიზარდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ