| 
 | 
| 1681 | 
|---|
UP-start Bootcamp
|    თუ გაქვს შემოქმედებითი ბიზნეს იდეა ან არ გაქვს იდეა, მაგრამ გინდა იპოვო პოტენციური პარტნიორები, ვისაც შენი უნარ-ჩვევები დასჭირდება მათი ბიზნეს იდეის განვითარებისთვის!!! გაიარე რეგისტრაცია https://docs.google.com/…/1mP3F5i1xDqr7ax9LupRzgLO2DFQ…/edit და გაიარე ინტენსიური ტრენინგი, განავითარე შენი ბიზნეს იდეა ან იპოვე პოტენციური გუნდი და გააცნობიერე თუ: - როგორ უნდა გამოიყენო სხვადასხვა ბიზნეს მოდელი შენი ბიზნეს იდეის დახვეწისთვის;  თუ შენი ოთხდღიანი მონაწილეობა UP-Start Bootcamp-ში წარმატებული იქნება, შენ იქნები ის კანდიდატი, ვისაც მივიწვევთ 24 მაისის Up-Start Business Pitch Workshop-ის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან საგანგებოდ შერჩეული ჟიურის მიერ. Up-Start Business Pitch Workshop-ს ჩაატარებენ ბრიტანელი ტრენერები. სამუშაო ენა - ინგლისური. ამ ღონისძიების ფარგლებში, ჩვენ დაგეხმარებით, რომ შენ მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაგეგმილ, დიდი იდეების კონკურსში, რომელში გამარჯვებული გუნდიც დაჯილდოვდება 25 000 ფუნტის სტერლინგით და გაემგზავრება ოქსფორდში სასწავლო ვიზიტით. დეტალები იხ. British Council Big Idea Challenge www.creativespark-bigidea.uk პროექტის ორგანიზატორები არიან: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, შემოქმედებითი საქართველო, Advantage Creative, Creative Solutions. პროექტი Up-Start წარმოადგენს ბრიტანეთის საბჭოს შემოქმედებითი ნაპერწკლის ფარგლებში მიმდინარე პროექტს, რომლის მიზანიც გახლავთ ხუთი წლის მანძილზე საერთაშორისო დონეზე ინტენსიურად შეუწყოს ხელი საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობას, რათა დიდი ბრიტანეთის დახმარებით განავითარონ სამეწარმეო უნარ-ჩვევები და შემოქმედებითი ეკონომიკა. | 

13-05-2019
წყარო: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
|   17-07-2019 წარმატების ისტორია: ყავა მონდო | 
|---|
|   13-05-2019 გუდაურში, კობსა და ბაკურიანში ავტოსადგომების პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა | 
|   15-02-2019 იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.2%-ით გაიზარდა და 826.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა | 
|   03-04-2019 პაშა ბანკი საქართველოში სატელეკომუნიკაციო შეხვედრების — TMG 2019-ის სპონსორია |