|
| 1978 |
|---|
Fitch"-მასაქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა და „BB" სტაბილური მიანიჭა
| სარეიტინგო კომპანია „Fitch"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-"-დან „BB"-მდე გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.
სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესება განპირობებულია 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებით და საგარეო შოკებისადმი მდგრადობის ზრდით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეგიონში არსებული შოკების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მაღალი ტემპით გაიზარდა, გაცვლითმა კურსმა შეინარჩუნა სტაბილურობა და ეროვნულმა ბანკმა შეძლო რეზერვების შევსება. ამასთან, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემო მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად წარმოადგენს რეიტინგის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს. |

25-02-2019
წყარო: newposts
|
12-07-2019 თანასწორგანმანათლებელთა ტრენინგი ზუგდიდში |
|---|
|
16-06-2023 ანალიტიკური სტატიების ყოველწლიურ კონკურსს თემაზე: მონაცემები ცვლილებებისთვის |
|
15-02-2019 რატომ ეწინააღმდეგებიან ზემომთიან აჭარაში „მაჭახელა ჰესის“ მშენებლობას |
|
28-02-2023 ლიბერთის ახალი საგაზაფხულო აქცია ბიზნეს და აგრო სესხებზე |