თანასწორგანმანათლებელთა ტრენინგი ზუგდიდში

ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - XXI ახორციელებს პროექტს "პერსონალური ინფორმაციის დაცვა, როგორც სექსუალური და რეპროდუქციული უფლება" ქალთა ფონდი საქართველოს მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში სატელოფონო კომუნიკაციის და ონლაინ სივრცის გამოყენებით შევიწროების, ბულინგის და სხვა დანაშაულების პრევენციას, ასევე ჯანსაღი ურთიერთობების და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. დაგეგმილია თანასწორთა განათლების ტრენინგები საქართველოს 3 რეგიონში, 2 დღიანი ინტენსიური ტრენინგისა და ამბის თხრობის (storytelling) მეთოდების გამოყენებით შეიქმნება ფიქციური სიტუაციების სცენარები, რომლებზეც მომზადდება ანიმაციური ვიდეოები.

ზუგდიდში პროექტის პარტნიორია ასოციაცია ათინათი.

ტრენინგი ჩატარდება 22-23 ივლისს, 11:00 - 16:00 საათი, ასოციაცია ათინათის სატრენინგო ცენტრში, რუსთაველის #94 ქ. ზუგდიდში, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-24 წლის ახალგაზრდებს. გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგიტრაციო ფორმა 19 ივლისის ჩათვლით: https://forms.gle/odLt7NaW9WPmtWzg7

კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:
Cydxxi@gmail.com
555556308