12 000 ლარამდე თანხა საჩუქრად ბიზნესის წამოსაწყებად - ვინ და როგორ ისარგებლებს ამ პროგრამით
ნავიგატორი
945


12 000 ლარამდე თანხა საჩუქრად ბიზნესის წამოსაწყებად - ვინ და როგორ ისარგებლებს ამ პროგრამით

განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება და საშუალო და მცირე საგრანტო პაკეტებს ითვალისწინებს.

საშუალო საგრანტო პაკეტის ღირებულება 5 000-დან 12 000 ლარამდე მერყეობს, მცირე საგრანტო პაკეტის მაქსიმალური ღირებულება კი 3 000 ლარია.

პროგრამის სამიზნე ჯგუფია სამინისტროს სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში გრძელვადიანი განსახლებით დაკმაყოფილებული ბენეფიციარები.

პროგრამა მორგებულია დევნილთა საჭიროებებს, რომლებიც წინასწარ ჩატარებული კვლევის საფუძველზე დადგინდა. კვლევის შედეგების ანალიზით პრიორიტეტულ მიმართულებებად დასახელდა სოფლის მეურნეობა და სურსათის გადამუშავება.

გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, შემუშავდა საგრანტო პაკეტები, რომელთა შეთავაზება ხდება პროგრამის სამიზნე ჯგუფისათვის.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით, პროგრამის ფარგლებში, მხარდაჭერის სამი პაკეტია გათვალისწინებული:

  • მინი ტრაქტორი;
  • მოტობლოკი - ძირითადი იმპლემენტებით
  • მრავალწლიანი კულტურები.

სურსათის წარმოება-გადამუშავების სექტორში დასაფინანსებელი მიმართულებები შეზღუდული არ არის.

სრულყოფილად შევსებულ განაცხადთან ერთად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადობის/პასპორტის ასლი;
  • მიწის საკუთრების/თანასაკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (სასოფლო-სამეურნეო მიმართულების საგრანტო პაკეტების შემთხვევაში)
  • საგრანტო განაცხადით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ფართის ნებისმიერი სამართლებრივი ფორმით ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სურსათის პირველადი წარმოება-გადამუშავების მიმართულების საგრანტო პაკეტის შემთხვევაში)
  • მრავალწლიანი კულტურების საგრანტო პაკეტზე განმცხადებელმა ზემოჩამოთვლილ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინოს 1 ინვოისი, სადაც მითითებული იქნება შესასყიდი კულტურა, ნერგების რაოდენობა, თითოეული ნერგის ფასი, ჯამური ღირებულება და ნერგის მახასიათებლები.
     

დევნილმა, რომელსაც სურს გახდეს წინამდებარე პროგრამის ბენეფიციარი, უნდა შეავსოს პროგრამის ფარგლებში შემუშავებული განაცხადი  და ჩააბაროს სააგენტოში, რომლის მისამართია ქ.თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა ან შევსებული და დასკანერებული განაცხადი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გამოგზავნოს სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@livelihood.gov.ge

 


 

წყარო: https://primetime.ge/

14-10-2022

წყარო: საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

25-10-2022

საქართველოში რეალურ სივრცესა და მეტავერსში პირველი ჰიბრიდული ღონისძიება გაიმართება

26-01-2023

სასწავლო ინიციატივა, „ევროპული სოციალური დოკუმენტური კინო“ ქართული მედიის წარმომადგენლებს კონკურსში იწვევს

13-06-2019

აშშ-ს შავ სიაში ყოფნის გამო Huawei ახალ ლეპტოპს ვერ წარადგენს

21-10-2022

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი დაიწყო

21-10-2022

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი დაიწყო

25-10-2022

საქართველოში რეალურ სივრცესა და მეტავერსში პირველი ჰიბრიდული ღონისძიება გაიმართება

26-01-2023

სასწავლო ინიციატივა, „ევროპული სოციალური დოკუმენტური კინო“ ქართული მედიის წარმომადგენლებს კონკურსში იწვევს

13-06-2019

აშშ-ს შავ სიაში ყოფნის გამო Huawei ახალ ლეპტოპს ვერ წარადგენს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ