|
431 |
---|
საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ეკოსისტემის გაციფრულების მხარდაჭერის მიზნით USAID და Visa ახალ პარტნიორობას იწყებენ
საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ეკოსისტემის გაციფრულების მხარდაჭერის მიზნით USAID და Visa ახალ პარტნიორობას იწყებენ - ამასთან დაკავშირებით, დღეს USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ და Visa-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზაციები ხელს შეუწყობენ მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას და მათი საქმიანობის გაციფრულებას, ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და მოქალაქეებისთვის ციფრული შესაძლებლობების გაფართოებასა და ხელმისაწვდომობას. ამასთან, თანამშრომლობის ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა და Visa შეიმუშავებენ და განახორციელებენ ერთობლივ პროგრამებს, რომლებიც ფოკუსირებული იქნება ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ფინანსური წიგნიერების მიმართულებით ცნობადობის გაზრდაზე განსაკუთრებული აქცენტით მიკრო და მცირე მეწარმეებზე ასევე, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე და მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციაზე. „მოხარულნი ვართ, USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და Visa-ს შორის თანამშრომლობის დაწყებით, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ციფრული ეკონომიკის გაძლიერებასა და განვითარებას. Visa-ს აქვს გლობალური და მრავალწლიანი გამოცდილება ეკონომიკის გაციფრულების, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ელექტრონული კომერციის მხარდაჭერის მიმართულებით და ეს ყოველივე ასევე წარმოადგენს USAID - ის მთავარ ღირებულებებს. აღნიშნული პარტნიორობა, ქართულ კომპანიებს საშუალებას მისცემს განახორციელონ გონივრული ციფრული გადაწყვეტილებები განვითარების მიზნების მისაღწევად და ჰქონდეთ კავშირი საერთშორისო ბაზართან.“ - აღნიშნავს მარკ მაკკორდი, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი. “მოხარული ვარ, რომ დღეს, Visa-სა და USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის თანამშრომლობა, ახალ საფეხურზე გადაგვყავს, იმისთვის რომ საქართველოს ციფრული მომავლისკენ სვლა უზრუნველვყოთ. როგორც Visa-ს, ასევე USAID-ის პროგრამის გამოცდილება საშუალებას მოგვცემს ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკის გაციფრულებას. Visa, წლების განმავლობაში, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, ბანკებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან, რათა მთელ მსოფლიოში, უკონტაქტო შეღწევადობის კუთხით, ქვეყნის წინსვლას შეუწყოს ხელი. ისეთი ძლიერი მრავალკულტურული ორგანიზაციები, როგორებიცაა Visa და USAID, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოების გაერთიანებისა და პროგრესის საქმეში. შესაბამისად, მე გულწრფელად მჯერა, რომ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ჩვენი თანამშრომლობა დაეხმარება საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და ღირებულებას შემატებს თქვენს ლამაზ ქვეყანას - საქართველოს,” განაცხადა, სალვადორ პერეზ-გალინდომ, უფროსმა ვიცეპრეზიდენტმა და Visa-ს მთავრობის ჩართულობის ხელმძღვანელმა CEMEA-ში. „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ხელი მოვაწერეთ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან საქართველოში და მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი იქნება. მემორანდუმი ოთხ სტრატეგიულ მიმართულებაზეა ფოკუსირებული, კერძოდ მეწარმე ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და დიგიტალიზაციის, ფინტექებისა და ელექტრონულ კომერციის ხელშეწყობა და გვჯერა, რომ USAID-ის პროგრამასთან ერთობლივი მუშაობით, საზოგადოებას დადებით შედეგებს მოვუტანთ.“ - აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და Visa-ს შორის პარტნიორობა ხელს შეუწყობს ელექტორნული კომერციის გაფართოებას, ფინანსურ ინკლუზიას და ტრანზაქციებს, რაც თავისთავად გულისხმობს საქართველოს პოზიციონირებას, როგორც რეგიონალურ ჰაბად, ასევე ინვესტიციებისთვის უსაფრთხო ადგილად.
წყარო: https://www.bpn.ge/ |
04-11-2022
წყარო: USAID
24-02-2019 „ინგლისის ბანკი“ „ოქროს სკანდალში“ კიდევ ერთხელ გაეხვა |
---|
31-03-2019 ქობულეთში 500 მილიონი ლარის ევროპული ინვესტიცია განხორციელდება |
13-06-2019 თიბისი 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევრო ობლიგაციებს უშვებს |
22-02-2019 თიბისის მობაილბანკს ინოვაციური ფუნქცია – ხმოვანი ასისტენტი – დაემატა |