გახდი აგრომეწარმე „იმერეთი აგროს“ პროგრამით ჭიათურაში
ნავიგატორი
1460


გახდი აგრომეწარმე „იმერეთი აგროს“ პროგრამით ჭიათურაში

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა დაიწყო საკუთარი აგრო მეურნეობა ნულოვანი ინვესტიციით ჭიათურაში.

 

“იმერეთი აგრო”, რომელიც უკვე მეორე წელია ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას ჭიათურაში, სოფლის განვითარების სააგენტო / RDA-სთან ერთად, საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა.

 

პროექტის ფარგლებში შეგიძლიათ 100%-ით დაიფინანსოთ ლურჯი მოცვის, მაყვლის, ქლიავის, ტყემლის, ბლის, მოცხარის, ხურტკმელის, ჟოლოს, ხურმის, კაკლის, თხილის, ვაშლის, მსხლის, ალუბლისა და ლეღვის კულტურების გაშენება.

 

„იმერეთი აგროს“ სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამა ხელს უწყობს ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და აძლიერებს მეწარმეობის კულტურას. ეს საშუალებას აძლევთ მათ შექმნან დამატებითი სამუშაო ადგილები და გაეზარდოთ შემოსავლები სოფლად. ჩვენი და სოფლის განვითარების სააგენტოს კოლაბორაცია აძლევს ადგილობრივებს რესურსებზე ხელმისაწვდომობის საშუალებას. ამასთან, ჩვენი კვალიფიციური აგრონომებით ვეხმარებით საკუთარი მეურნეობის განვითარებაში, იმისათვის, რომ მოკლე დროში  მაქსიამლურ წარმატებას  მიაღწიონ,“ განაცხადა „იმერეთი აგროს“ მმართველმა მენეჯერმა ცისანა ხარაზიშვილმა.

 

პროგრამაში ჩასართავად საჭიროა დაინტერესებული პირის ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში რეგისტრირებული იყოს მინიმუმ 5000 კვ. მიწის ნაკვეთი, ან წარმოადგენდეს სახელმწიფოს საკუთრებაში დარიცხული მიწის ნაკვეთის მოიჯარეს.

პირველ ეტაპზე ფერმერი მიმართავს სოფლის განვითარების სააგენტოს, საიდანაც იღებს დაფინანსებას, ნერგების  ღირებულების 70%-სა და სარწყავი სისტემის 50%-ზე.

 

“დანერგე მომავალის” პროგრამაზე განცხადებების მიღება 31 ოქტომბრიდან დაიწყება.

 

რაც შეეხება სოფლის განვითარების სააგენტოში წარსადგენად საჭირო დოკუმენტაციაას, შემდეგია:

 

  • მიწის ლაბორატორიული ანალიზი;
  • დასკვნა სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან, თუ რომელი კულტურის მოყვანაა რეკომენდირებული ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • მიწის ნაკვეთის რუკა საჯარო რეესტრიდან;

სოფლის განვითარების სააგენტოში კონტრაქტის გაფორმების შემდეგ დაინტერესებული პირი მიმართავს „იმერეთი აგროს“ და იღებს დამატებით დაფინანსებას ნერგის ღირებულების 30%-სა და სარწყავი სისტემის 50%-ზე. ასევე „იმერეთი აგრო“ დააფინანსებს მინერალებისა და შხამ-ქიმიკატების 100%-ს.

 

დარეგისტრირდით აღნიშNულ ბმულზე: https://bit.ly/3TljXkw ხოლო დეტალური ინფორმცაიისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 557 77 44 70. 

 

უკვე მეორე წელია პროექტი „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს ადგილობრივი ფერმერების წახალისებას განავითარონ საკუთარი აგრო მეურნეობა, გააშენონ ბაღები და გახდნენ წარმატებული ფერმერები, რომლებიც საკუთარი ოჯახების, რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ.

 


 

წყარო: https://commersant.ge/

25-10-2022

წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო

17-03-2019

„საქართველოს ფოსტამ“ 2017 წელს 6,6 მლნ-ის დანამატი გასცა - რა შენიშვნა აქვს აუდიტს?

31-05-2019

მარკ ცუკერბერგი Facebook-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან ისევ ვერ გადააყენეს

26-01-2023

მოკლე ფილმების კონკურსი შშმ პირთა თემატიკაზე

23-11-2021

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, აგროტურიზმის პოპულარიზაციისა და საბაზრო კავშირების ხელშეწყობის მიზნით “აგროტურისტული ფესტივალი 2021” გაიმართება

23-11-2021

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, აგროტურიზმის პოპულარიზაციისა და საბაზრო კავშირების ხელშეწყობის მიზნით “აგროტურისტული ფესტივალი 2021” გაიმართება

17-03-2019

„საქართველოს ფოსტამ“ 2017 წელს 6,6 მლნ-ის დანამატი გასცა - რა შენიშვნა აქვს აუდიტს?

31-05-2019

მარკ ცუკერბერგი Facebook-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან ისევ ვერ გადააყენეს

26-01-2023

მოკლე ფილმების კონკურსი შშმ პირთა თემატიკაზე


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ