ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2019 წელს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება
ნავიგატორი
1598

ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2019 წელს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება

საქართველოს ეროვნული ბანკი 2019 მაისის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იანი ზრდა არის ნავარაუდევი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ზრდაში თითქმის თანაბარ წვლილს შეიტანს მოხმარება, ინვესტიციები და წმინდა ექსპორტი. აგრეთვე მნიშვნელოვანი იქნება ინფრასტრუქტურული ხარჯვების გააქტიურება და სავაჭრო დეფიციტის შემცირება "კონკურენტუნარიანი გაცვლითი კურსის შენარჩუნების ფონზე."

ეროვნული ბანკი აგრეთვე ვარაუდობს, რომ გარკვეული ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, ზრდა შეიძლება პროგნოზზე ნაკლები აღმოჩნდეს:

"თუკი ფისკალური სტიმული შესუსტებული დარჩება ან საკრედიტო პორტფელის ზრდა მოსალოდნელზე ნაკლები იქნება, მაშინ ეკონომიკური აქტივობა პროგნოზირებულზე ნაკლებად გაიზრდება. გარდა ამისა, რეგიონში გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის დამატებით გამწვავების შემთხვევაში სუვერენული რისკ პრემიები გაიზრდება, რასაც თან დაერთვება ფულადი ნაკადების შემოდინების კლება."

თუმცა ანგარიშში არ ის გამოურიცხავთ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი შეიძლება ნავარაუდებზე მეტიც კი შეიძლება იყოს:

"ამის საპირისპიროდ, თუკი ბიზნეს განწყობა მოსალოდნელზე მეტად გაუმჯობესდება, მაშინ ინვესტიციებისა და, შედეგად, ეკონომიკური აქტივობის ზრდა მოსალოდნელზე მეტი იქნება."

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს და 2019 წლის პირველ კვარტალში რეალური მშპ თანაბრად, 4.7%-ით გაიზარდა. 2019 წლის იანვარში ზრდა 3.5% იყო, თებერვალში 4.6%, მარტში კი 6%.

მთავრობის და EBRD-ს პროგნოზით, მთლიანი შიდა პროდუქტი 2019 წელს 4.5%-ით გაიზრდება.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

2016 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2.7% შეადგინა, როცა მთავრობა 2.7%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავდა. 2017 წელს მშპ 4.8%-ით გაიზარდა.

10-05-2019

წყარო: tabula.ge

25-07-2019

რედისონ ბლუ ივერიაში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 100 წლის იუბილესა და გენდერული სტატისტიკის წარმოების კონფერენცია მიმდინარეობს

29-03-2019

2019 წლის მარტში საქართველოს დელეგაცია ესტონეთის ელ. მმართველობის აკადემიას ეწვია

25-03-2019

თებერვალში ბანკების მოგება წინა წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 20%-ით შემცირდა - მიზეზი საბანკო რეგულაციებია

12-03-2019

„მიმდინარე წელს განათლების დაფინანსება 1,6 მილიარდ ლარს შეადგენს, 2022 წელს - 3 მილიარდ 400 მილიონს მიაღწევს"

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ