|
| 1090 |
|---|
სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები საფრანგეთში
| განაცხადების მიღება ეიფელის სტიპენდიაზე 2023 სასწავლო წლისთვის დაიწყო. სააპლიკაციო პერიოდი: 2023 წლის 10 იანვრის ჩათვლით. მითითებული თარიღი ეხება მიმღებ უნივერსიტეტებს, დაინტერესებული კანდიდატები კი, არაუგვიანეს ნოემბრის თვის განმავლობაში უნდა დაუკავშირდნენ სასურველ უმაღლეს დაწესებულებას საფრანგეთში.
ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდია მოიცავს სამაგისტრო (12-დან 36 თვემდე) და სადოქტორო სტიპენდიებს (მობილობა 12 თვის მანძილზე) შემდეგ მიმართულებში :
– ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:
-ბიოლოგია და ჯანდაცვა
– ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები:
-ისტორია, ფრანგული ენა და ცივილიზაცია
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფრანგულ და ინგლისურ ენაზე:
ყურადღება! ეიფელის სტიპენდიაზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ მიმღები უნივერსიტეტის მეშვეობით. კანდიდატები ირჩევენ ერთ უნივერსიტეტს და უკავშირდებიან მათ დოსიეს შესავსებად.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით საქართველოში კამპუს ფრანსის წარმომადგენელს ნათია მსხალაძეს:
წყარო: https://stipendia.ge/ |

26-10-2022
წყარო: stipendia.ge
|
06-09-2019 აგვისტოში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი შემცირდა |
|---|
|
31-03-2019 მამუკა ბახტაძე: საკრედიტო-საგარანტიო სქემა მცირე ბიზნესის წილის გაზრდაში დაგვეხმარება |
|
25-03-2019 „თუ გენერაციის ახალი წყაროები არ დაემატა, დენის იმპორტი ზაფხულშიც აუცილებელი გახდება“ |
|
02-04-2019 კერძო სექტორი, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის დეტალებს გაეცნო |