|
| 1715 |
|---|
საქართველოში მსხვილი კომპანიები მაისიდან ელექტროენერგიას თავისუფალ ბაზარზე იყიდიან
| პირველი მაისიდან მსხვილ კომპანიებს ელექტროენერგიის შეძენა თავისუფალ ბაზარზე მოუწევთ. უკვე განისაზღვრა კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საწარმო ვალდებულია, პირდაპირ მომხმარებლად დარეგისტრირდეს - წერს 1Tv.ge ვალდებულება შეეხება იმ კომპანიებს, რომლებიც თვეში მინიმუმ 5 მლნ კვტ.სთ. ელექტროენერგიას მოიხმარენ და ამ ელექტროენერგიას ან მის ნაწილს იღებენ 35-110 კილოვოლტის ძაბვის ან 6-10 კილოვოლტის ძაბვის მდებარე მიწოდების წერტილებიდან. თვის საშუალო მოცულობა გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის ჯამური ოდენობის გაყოფით იმ თვეების რაოდენობაზე, როდესაც განხორციელდა მოხმარება. პირველი მაისიდან, ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლებს პირდაპირი კავშირის დამყარება მოუწევთ ელექტროენერგიის მწარმოებლებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სადისტრიბუციო კომპანიებისგან, ანუ „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“, ელექტროენერგიას აღარ შეიძენენ. ბაზრის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თავისუფალ ბაზარზე თავდაპირველად ძალიან რთული იქნება იაფიანი წყაროს მოპოვება, რაც შესაძლოა, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებაში აისახოს. ამჟამად, ესკო-ს ბაზაში ექვსი პირდაპირი მომხმარებელია დარეგისტრირებული: „ენერგო-პრო ჯორჯია“, „ჯორჯიან მანგანეზი“, „ბი ეფ დი სი ჯორჯია“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „ჯეო სერვერსი“ და „ქუთაისი ინვესტმენტსი“. ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება იხილეთ ბმულზე. |

08-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
10-05-2019 მიხეილ ბატიაშვილი - გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას, სკოლებში არსებული პრობლემების გადალახვაზე დავიწყოთ საუბარი |
|---|
|
02-05-2019 მილიონერების გლობალური მიგრაცია იზრდება - რომელ ქვეყნებში გადადიან მდიდრები საცხოვრებლად |
|
11-04-2019 Xiaomi-ს დამფუძნებელმა ბონუსად $957 მილიონი მიიღო |
|
21-02-2019 „საპარტნიორო ფონდს“ მსოფლიოში სიდიდით მესამე „ჩინეთის ბანკის“ პრეზიდენტი ეწვია |