თბილისის მერიის ინიციატივით, სამშენებლო მტვრის წარმოქმნის კონტროლი მკაცრდება
ნავიგატორი
1793


თბილისის მერიის ინიციატივით, სამშენებლო მტვრის წარმოქმნის კონტროლი მკაცრდება

საქართველოს პარლამენტი თბილისის მერიის ავტორობით მომზადებული კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომელიც ამტვერებადი მასალით ჰაერის დაბინძურების კონტროლს ეხება.

 

როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე აცხადებს, კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს არეგულირებს.

 

 

 

 

ძალიან გვიხარია, რომ იწყება მერიის მიერ მომზადებული კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა, რომელიც ამტვერებადი მასალით ჰაერის დაბინძურების კონტროლს ეხება. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტს მხარდაჭერისთვის, რადგან თბილისის მერის კახი კალაძის ინიციატივა უკვე დაძრეს, როგორც საკანონმდებლო ცვლილება. კანონპროექტი ძალიან ბევრ მიმართულებას არეგულირებს, მათ შორის, ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირების წესს, საშენი მასალის სველი მეთოდით დამუშავებას, მშენებლობებისას შენობის შეფუთვის ვალდებულებას და ა.შ. საერთოდ ახალი მუხლები ჩნდება კანონმდებლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად საქართველოს სამართლებრივ სისტემაში, მშენებლები ვალდებულნი იქნებიან, მშენებლობის დროს შეფუთონ შენობები, რათა ამტვერება არ იყოს გამოწვეული მშენებარე ობიექტებიდან. ვფიქრობთ, ეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მერიის ავტორობით იქნა მომზადებული და პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი, საგაზაფხულო სესიაზე უკვე მიღებული იქნება, რისთვისაც მადლობას ვუხდით პარლამენტს,- განაცხადა მაია ბითაძემ.

26-02-2019

წყარო: commersant.ge

26-01-2023

Journalism Partnerships

24-04-2019

პრემია "ჟირაფი"

15-04-2019

ეჭვობენ, რომ Daimler-ი გამონაბოლქვის შესახებ მონაცემებით მანიპულირებს

09-06-2020

მეწარმეებისთვის ხელშეწყობის გაძლიერებისთვის პროგრამაში „აწარმოე საქართველოში" ცვლილებები შევიდა

09-06-2020

მეწარმეებისთვის ხელშეწყობის გაძლიერებისთვის პროგრამაში „აწარმოე საქართველოში" ცვლილებები შევიდა

26-01-2023

Journalism Partnerships

24-04-2019

პრემია "ჟირაფი"

15-04-2019

ეჭვობენ, რომ Daimler-ი გამონაბოლქვის შესახებ მონაცემებით მანიპულირებს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ