მეორადი საბურავების, ჯართის და მარტივად აალებადი ნივთიერების განთავსება და რეალიზაციის წესების დარღვევა დასჯადი ხდება
ნავიგატორი
1749


მეორადი საბურავების, ჯართის და მარტივად აალებადი ნივთიერების განთავსება და რეალიზაციის წესების დარღვევა დასჯადი ხდება

თბილისში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევა ადმინისტრაციული წესით - ფიზიკური პირის შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 1000 ლარის ოდენობით დაისჯება.

 

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის - 1 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

 

უფრო მაღალია ადმინისტრაციული ჯარიმა იმ შემთხვევაში, თუკი მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთიერების განთავსება ან რეალიზაცია დადგენილი წესის დარღვევით კულტურული მემკვიდრეობის ზონაში ხდება. დედაქალაქის ამ ტერიტორიაზე ფიზიკური პირები - 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირები - 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი, ჯარიმა 2 000 ლარიდან 6 000 ლარის ფარგლებშია განსაზღვრული.

დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების პრევენციის მიზნით “ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსში“ ახალი სახის ჯარიმები შემოდის. პროექტი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ფარგლებში მომზადდა და მისი ინიცირება უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფის მიერ იგეგმება.

26-02-2019

წყარო: commersant.ge

10-04-2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 4.6 პროცენტიან ნიშნულზე ტოვებს

27-08-2019

კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტი sme და სტარტაპ სექტორისთვის

18-02-2019

ევექსი 2 კომპანიად იყოფა

18-04-2023

2023 Title VIII (Research and Training on Eastern Europe and Eurasia)

18-04-2023

2023 Title VIII (Research and Training on Eastern Europe and Eurasia)

10-04-2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 4.6 პროცენტიან ნიშნულზე ტოვებს

27-08-2019

კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტი sme და სტარტაპ სექტორისთვის

18-02-2019

ევექსი 2 კომპანიად იყოფა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ