ტრენინგი - ციფრული უსაფრთხოება და ეთიკური მედიაგაშუქება
ნავიგატორი
826


ტრენინგი - ციფრული უსაფრთხოება და ეთიკური მედიაგაშუქება

"ქალები საერთო მომავლისთვის საქართველო" ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ მიიჩნევს გენდერულად მგრძნობიარე და ინკლუზიური საზოგადოების შენების პროცესში.

სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, ორგანიზაცია ატარებს ტრენინგებს ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის ეთიკური მედია გაშუქების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.

გარდა ამისა, ორგანიზაცია უკვე მეორე წელია ატარებს მედია დაჯილდოებას, #მედიათანასწორობისთვის ეთიკური, ინკლუზიური, გენდერულად მგრძნობიარე მედია ნამუშევრების წახალისებისა და მხარდაჭერის მიზნით. მომავალი ჟურნალისტებში ეთიკური მედია გაშუქების მნიშვნელობის გასააზრებლად, საკონკურსო 6 კატეგორიიდან ერთ-ერთი სწორედ "საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური პროდუქტია".

28 და 29 ნოემბერს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ან მომიჯნავე ფაკულტეტების სტუდენტებს გიწვევთ 2 დღიან ონლაინ ტრენინგზე, სადაც ვისაუბრებთ შემდეგ საკითხებზე:

** რატომაა მნიშვნელოვანი გენდერული და ლგბტქი საკითხების სწორად გაშუქება და რა როლი აქვს მედიას ძალადობის პრევენციაში?
** რას ნიშნავს გენდერულად მგრძნობიარე გაშუქება და რამდენად დანერგილია ეს პრაქტიკა ქართულ მედიაში? ყველაზე ხშირად რა პრობლემებს ვაწყდებით?
** ქალთა მიმართ ძალადობის და ფემიციდის ეთიკური გაშუქება
** კიბერ უსაფრთხოების პრაქტიკული კურსი მედიისთვის

მომხსენებლები:

ხატია ღოღობერიძე - ტრენერი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, queer.ge-ს მთავარი რედაქტორი
თეონა ცხომელიძე - ტრენერი, მედია ექსპერტი
ნინო გამისონია - ტრენერი კიბერ უსაფრთხოების საკითხებში

ტრენინგზე დასასწრებად აუცილებელია შეავსოთ აპლიკაცია: ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების, ეთიკური და ინკლუზიური გაშუქების მედია სტანდარტების შესახებ (google.com)

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 20 ნოემბერი.

მონაწილეთა შერჩევა და მათთან დაკავშირება მოხდება სრულყოფილად შევსებული აპლიკაციების საფუძველზე.

 


 

წყარო: https://jobs.ge/

14-11-2022

წყარო: ქალები საერთო მომავლისთვის საქართველო

16-03-2023

აკადემიური პროგრამები იტალიაში 2023-2024

27-10-2022

პროგრამა დამწყები მეწარმე ქალებისთვის

30-05-2019

კალაძე: შესაძლოა სირთულის გამო ჭავჭავაძის გამზირის სხვა ნაწილებს რეაბილიტაცია შემდეგ წლებში ჩაუტარდეს

07-05-2019

რუსეთს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში აქტიური ჩართვა სურს

07-05-2019

რუსეთს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში აქტიური ჩართვა სურს

16-03-2023

აკადემიური პროგრამები იტალიაში 2023-2024

27-10-2022

პროგრამა დამწყები მეწარმე ქალებისთვის

30-05-2019

კალაძე: შესაძლოა სირთულის გამო ჭავჭავაძის გამზირის სხვა ნაწილებს რეაბილიტაცია შემდეგ წლებში ჩაუტარდეს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ