|
| 793 |
|---|
ტექნოლოგიები შესაძლებლობებისთვის
| ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს(GITA) ინიციატივით 17 - 18 დეკემბერს კასპის ტექნოპარკში ტარდება " ტექნოლოგიები შესაძლებლობებისთვის" ჰაკათონი.
პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ელემენტების დანერგვას. ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება: აღნიშნული თემატიკით დაინტერესებულ ნებისნიერ პირს; ინჟინერიით, პროგრამირებითა და დიზაინით დაინტერესებულ პირებს; პროექტის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგები შემდეგი მიმართულებით:
შშმ პირთა უფლებები და გამოწვევები; ტექნოლოგიური შესაძლებლობები; პროდუქტის ბაზართან თავსებადობა, პოზიციონირება და კონკურენტული უპირატესობის მოპოვება; ბიზნეს მოდელი (Canva) ; ორი დღის განმავლობაში მონაწილეებს მენტორები დაეხმარებიან საკუთარი იდეების განვითარებასა და დახვეწაში. ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულ გუნდს/გუნდებს სააგენტოს სახელით გადაეცემათ 5000 ლარიანი გრანტი, პროტოტიპის განვითარების მიზნით. პროექტი ხორციელდება ფაბლაბ ტექნოპარკის ორგანიზებით.
წყარო: GITA |

24-11-2022
წყარო: GITA
|
16-06-2023 საზაფხულო ბანაკი 2023 |
|---|
|
15-04-2019 საზაფხულო სკოლა IX,X და XI კლასის მოსწავლეებისთვის |
|
26-01-2023 კონკურსი ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად |
|
31-03-2019 საოფისე ფართები და აპარტამენტები - რომელ უძრავ ქონებაში აბანდებენ ფულს მდიდრები |