საზაფხულო სკოლა IX,X და XI კლასის მოსწავლეებისთვის

იუსტიციის სასწავლო ცენტრი, საქართველოს ყველა რეგიონის IX, X ან XI კლასის მოსწავლეებისთვის აცხადებს მიღებას საზაფხულო სკოლაში.

► საზაფხულო სკოლა გაიმართება 2019 წლის 22 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით და მონაწილეები სწავლებას გაივლიან ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში.

► სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს: ⤵

⇒ გუნდური შეჭიდულობის ტრენინგი;
⇒ საჯარო სამსახურის სპეციფიკის გაცნობა;
⇒ საჯარო გამოსვლა და პრეზენტაციული უნარები;
⇒ ინფორმაციული ტექნოლოგიები;
⇒ განათლების მნიშვნელობა და როლი;
⇒ მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

⇒ პროექტის მეორე ეტაპზე გადავა მხოლოდ პირველად დარეგისტრირებული 700 მოსწავლე.
⇒ რეგისტრირებული მოსწავლეებისთვის 18-19 მაისს ჩატარდება ტესტირება მათემატიკაში და გამოვლინდება საუკეთესო შედეგის მქონე 30 მოსწავლე, რომელიც საზაფხულო სკოლაში მოხვდება.

► სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად გადადით ბმულზე: https://bit.ly/2UoUYCm

► განაცხადების მიღება მოხდება 8 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით.