“აკადემია ლიდერებისთვის” – ტრენინგი ქალი უფლებადამცველებისთვის
ნავიგატორი
1337


“აკადემია ლიდერებისთვის” – ტრენინგი ქალი უფლებადამცველებისთვის

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” იწვევს ქალ უფლებადამცველებს ტრენინგში “აკადემია ლიდერებისთვის” მონაწილეობის მისაღებად.

პროექტის შესახებ:

“IREX ევროპა”, საფრანგეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან” პარტნიორობით 2018 წლის იანვრიდან ახორციელებს პროექტს, “ახალგაზრდა ქალი ლიდერები და “უჩინარი ქალები” – უფლებადამცველი აქტივისტების ხელშეწყობა”, რომელიც მიზნად ისახავს უფლებადამცველი ქალი ლიდერების აღმოჩენასა და გაძლირებას ევრაზიის რეგიონის ხუთ ქვეყანაში. 26 თვიანი პროექტი ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდეაბა. დაგეგმილი “აკადემია ლიდერებისთვის” თბილისში “ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის” თანადაფინანსებით ხორციელდება.

“აკადემია ლიდერებისთვის”:

საქართველოში დაგეგმილი “აკადემია ლიდერებისთვის” შემდეგ თემატიკას მოიცავს: კრეატიული კამპანიის დაგეგმვა და პრეზენტაციის უნარები. ტრენინგი ჩატარდება თბილისში 2019 წლის მარტის ბოლოს (3 დღე).

გარდა ამისა, აკადემიის ყველაზე მოტივირებული და აქტიური რამდენიმე მონაწილე პროექტის ფარგლებში დაგეგმილ რეგიონულ აკადემიაშიც მიიღებს მონაწილეობას. რეგიონული აკადემია საუკეთესო შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდა ქალ უფლებადამცველებს გაცვალონ ინფორმაცია და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებთან.

ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ თავად დაგეგმონ პროექტები/იდეები ან კამპანიები, ხოლო საუკეთესო ნამუშევრებისთვის პროექტის ფარგლებში მცირე გრანტები იქნება ხელმისაწვდომი.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება? 

საქართველოს მოქალაქეობის მქონე 18-დან 30 წლამდე ასაკის ქალებს, რომლებიც:

** იცავენ ადამიანის უფლებებს, განსაკუთრებით კი ქალების/გოგონების უფლებებს
** აქვთ პოტენციალი იყვნენ/გახდნენ უფლებადამცველი ლიდერები

ლგბტიქ+ ქალები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და იძულებით გადაადგილებული პირები წახალისებული არიან მონაწილეობის მისაღებად.

აკადემიის ორგანიზატორები დაფარავენ რეგიონებიდან ჩამოსული მონაწილეების სასტუმროში განთავსების და მგზავრობის ხარჯებს.

განაცხადის შემოტანა: 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ დოკუმენტები ელ-ფოსტაზე: tbilisi@humanrightshouse.org და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 2019 წლის 10 მარტის 18:00 საათისა (საქართველოს დრო). დაგეგმილი “აკადემია ლიდერებისთვის” იწვევს ასევე იმ პირებსაც, ვინც უკვე მიიღო მონაწილეობა პირველ აკადემიაში (2018 წლის სექტემბერი).

წარსადგენი დოკუმენტაცია: 

** ტაბელარული ავტობიოგრაფია (CV), ქართულად ან ინგლისურად (გთხოვთ, ელ-ფოსტის შესაბამის გრაფაში მიუთითოთ: “აკადემია ლიდერებისთვის”)
** შევსებული აპლიკაცია ქართულად: https://goo.gl/forms/scWDqwv0YgqC88I43

დაკავშირება მოხდება მხოლოდ დოკუმენტების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან.

საკონტაქტო პირი: ელენე ჯანელიძე
ელფოსტა: elenejanelidze3@gmail.com
Mob.: (+995) 599 68 71 11

ორგანიზაციის შესახებ: 

“თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” (“თბილისის სახლი”) წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ადამიანის უფლებათა სფეროში აქტიურ ხუთ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციას აერთიანებს. თბილისის სახლის წევრები არიან: ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, საფარი და მედიის ინსტიტუტი. ადამიანის უფლებათა სახლის კონცეფციის შესაბამისად, თანამშრომლობის გაძლიერებისა და ადამიანის უფლებათა ეფექტური დაცვისთვის, ყველა წევრი ორგანიზაცია ერთიან სივრცეში მუშაობს შემდეგი მიმართულებებით: იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარება, კანონმდებლობის დახვეწა, ადვოკატირება, ადამიანის უფლებების შესახებ სწავლება და უფლებადამცველებისა და აქტივისტების დაცვა.

“თბილისის სახლი” 2010 წელს დარეგისტრირდა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის ხელშეწყობით. “თბილისის სახლი” იმავე წელს “ადამიანის უფლებათა სახლების საერთაშორისო ქსელის” წევრი გახდა. ადამიანის “უფლებათა საერთაშორისო ქსელი” აერთიანებს ადამიანის უფლებათა დამცველებს, რომლებიც სხვადასხვა დამოუკიდებელი ორგანიზაციებისთვის საქმიანობენ 16 ადამიანის უფლებათა სახლში, 11 ქვეყანაში.

ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/humanrightshousetbilisi/?ref=bookmarks

26-02-2019

წყარო: ადამიანის უფლებათა სახლი

09-02-2023

ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამა

19-03-2019

საქართველო–ბელარუსის საქმიანი საბჭო

29-05-2019

ვის ეკისრება ანგარიშიდან მოპარულ თანხაზე პასუხისმგებლობა და რამდენი უნდა აანაზღაუროს ბანკმა - კობა გვენეტაძის განმარტება

10-04-2019

კობა გვენეტაძე მსესხებლის წერილს ასაჯაროებს - მათ საყურადღებოდ, ვინც გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე სესხების გაცემის თავგადაკლული მომხრეა

10-04-2019

კობა გვენეტაძე მსესხებლის წერილს ასაჯაროებს - მათ საყურადღებოდ, ვინც გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე სესხების გაცემის თავგადაკლული მომხრეა

09-02-2023

ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამა

19-03-2019

საქართველო–ბელარუსის საქმიანი საბჭო

29-05-2019

ვის ეკისრება ანგარიშიდან მოპარულ თანხაზე პასუხისმგებლობა და რამდენი უნდა აანაზღაუროს ბანკმა - კობა გვენეტაძის განმარტება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ