საქართველოს ბანკის Cashback აქციით ბიზნესს დახარჯული თანხის 40%-ის დაბრუნება შეუძლია
ნავიგატორი
1006

საქართველოს ბანკის Cashback აქციით ბიზნესს დახარჯული თანხის 40%-ის დაბრუნება შეუძლია

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და გაძლიერების მიზნით მათ საჭიროებებზე მორგებულ სიახლეებს აქტიურ რეჟიმში ნერგავს. სწორედ ამიტომ, ბანკი მის ბიზნესმომხმარებლებს 31 დეკემბრამდე Cashback აქციაში ჩართვას სთავაზობს, რაც დახარჯული თანხის 40 %-ის უკან დაბრუნებას ითვალისწინებს.

ანგარიშის გახსნისა და Mastercard-ის ბიზნესბარათის აღების შემდეგ, მომხმარებელი 2 თვის განმავლობაში შეძლებს, დახარჯული თანხის 40%-ი დაიბრუნოს, რაც თვეში მაქსიმუმ 400-ს, ორი თვის განმავლობაში კი მაქსიმუმ 800 ლარს შეადგენს.

იმისათვის რომ მომხმარებელი Cashback-ის აქციაში ჩაერთოს, მან 31 დეკემბრამდე უნდა გახსნას საკუთარი კომპანიის პირველი ანგარიში bonline.ge-ზე. იქვე შეუკვეთოს ბანკის პლასტიკური ან ციფრული ბარათი და გახდეს საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებელი.

„საქართველოს ბანკი ბიზნესს აქტიურად უჭერს მხარს და მომხმარებლებს მუდმივად მათ საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს უკეთებს. ამ მიზნით, ბანკი Cashback აქციას 31 დეკემბრამდე აგრძელებს, რაც 400 დან – 800 ლარამდე თანხის უკან დაბრუნებას ითვალისწინებს. მომხმარებელს, რომელიც ონლაინ გახსნის ანგარიშს, შესაძლებლობა აქვს დახარჯული თანხის 40% დაიბრუნოს, გამოთავისუფლებული თანხა კი კვლავ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმაროს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, გაუმჯობესებული პროცესებითა თუ სერვისებით, ჩვენს მომხმარებლებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და ბიზნესს განვითარებისა და გაძლიერებისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

Cashback-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე: https://bankofgeorgia.ge/ka/business/cards/cashback

წყარო: https://forbes.ge/

28-12-2022

წყარო: საქართველოს ბანკი

31-01-2020

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას დრონების ტრენინგკურსზე, რომელიც დაგეხმარებათ გაერკვეთ დრონების მთავარ კომპონენტებსა და ნაწილებში, ასევე გაჩვენებთ, როგორ იქმნება და მზადდება დრონი საფრენად.

19-04-2019

ბერძნული ავიაკომპანია ELLINAIR-ი თბილისის მიმართულებით სეზონურ ფრენებს შეასრულებს

18-02-2019

PWC-საქართველოს აკადემია ადამიანური რესურსების სპეციალისტებს CIPD-ის პროგრამებს სთავაზობს

02-07-2020

ლაგოდეხში, თიბისის მხარდაჭერით, თხილის საწარმო - „აგრითრეიდი“ გაიხსნა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ