ქუთაისში 2023 წელს USAID-ის კიდევ ერთი პროგრამის განხორციელება დაიწყება
ნავიგატორი
951


ქუთაისში 2023 წელს USAID-ის კიდევ ერთი პროგრამის განხორციელება დაიწყება

საქართველოში დეცენტრალიზაციისა და საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი პროგრამა შეიქმნა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქუთაისის მუნიციპალიტეტმა შერჩევის სამივე ეტაპი წარმატებით გაიარა, პროგრამაში მონაწილეობის ფინანსური და რესურსული განსაკუთრებით მაღალი მზაობა გამოთქვა და იმ 11 მუნიციპალიტეტს შორის მოხვდა, სადაც პროგრამა 2023 წელს მუშაობას დაიწყებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც დაფინანსებულია USAID საქართველოს მიერ და მისი ბიუჯეტი 21 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

„პროგრამის მთავარი მიზანია, დეცენტრალიზაციისა და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა, ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობის, ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა, ასევე, ინკლუზიური და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარების ხელშეწყობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


 

წყარო: https://www.bpn.ge/

21-12-2022

წყარო: USAID

31-03-2019

თბილისის მიკროავტობუსებს ქიმიური წმენდა ჩაუტარდებათ

17-07-2023

სტიპენდიები გერმანიაში

10-04-2019

ქართული თაფლის ექსპორტი შესაძლოა, ჩინეთში განხორციელდეს

01-05-2019

11 მაისი, ახალი ღვინის ფესტივალი 2019-ის პროგრამა

01-05-2019

11 მაისი, ახალი ღვინის ფესტივალი 2019-ის პროგრამა

31-03-2019

თბილისის მიკროავტობუსებს ქიმიური წმენდა ჩაუტარდებათ

17-07-2023

სტიპენდიები გერმანიაში

10-04-2019

ქართული თაფლის ექსპორტი შესაძლოა, ჩინეთში განხორციელდეს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ