ქართული თაფლის ექსპორტი შესაძლოა, ჩინეთში განხორციელდეს
ნავიგატორი
2488


ქართული თაფლის ექსპორტი შესაძლოა, ჩინეთში განხორციელდეს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქართული თაფლის ჩინურ ბაზარზე ექსპორტისთვის აქტიურად მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ჩინეთის შესაბამის უწყებებს ყველა საჭირო ინფორმაცია გადაუგზავნა და ამ ეტაპზე, უწყება ჩინეთიდან რეაგირებას ელოდება.

„ქართული თაფლის ჩინეთში გასვლის ხელშეწყობის მიმართულებით სამინისტრო მუშაობს. ეს პროცესი დაკავშირებულია ვეტერინარული და წარმოშობის სერტიფიკატების შეთანხმების პროცედურებთან. არ მინდა,  არასწორი მოლოდინები შევქმნა. ამიტომ მეტი დეტალის გახმაურებისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება ქართული თაფლის ევროპის ქვეყნებში ექსპორტს, ხატია წილოსანი ამბობს, რომ ამ კუთხით მთავარ გამოწვევად რჩება, საქართველოში ერთგვაროვანი პროდუქტის სიმცირე და ხარისხობრივი მაჩვენებლები.

„ფუტკრის არასწორი მოვლა და თაფლის აღების პროცედურების დარღვევა საბოლოო ჯამში, ხარისხზე აისახება. მინდა, ყველა ფერმერს ვთხოვო, გაითვალისწინონ პარამეტრები. ჯერჯერობით, მეფუტკრეებისნაწილის მხრიდან, თაფლის წარმოებასთან დაკავშირებით, კონსერვატიული მიდგომებია და იმედი მაქვს, შემუშავებულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩვენ გვქონდა ევროპაში თაფლის ექსპორტის წარმატებული მაგალითებიც. იანვარში, მწვანე კვირეულის ფარგლებში  ორმა კომპანიამ, ერთმა კოოპერატივმა და ერთმა ინდმეწარმემ გაიტანა გერმანიაში თაფლი. დაახლოებით 500 ქილა გაიყიდა და იყო პოზიტიური დამოკიდებულება მომხმარებლების მხრიდან“, – აღნიშნა ხატია წილოსანმა.

რაც შეეხება თაფლის ლაბორატორიულ კვლევებს, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მზად არის,  გამოცდის ოქმები გააკეთოს და  შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გასცეს.

„2015 წლიდან მიმდინარეობს საქარველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში თაფლის ლაბორატორიული შემოწმებისთვის საჭირო პროცედურები, რაც გულისხმობს მეთოდების აკრედიტაციას და ვალიდაციას. ლაბორატორია მზადაა, თუმცა ლაბორატორიულ კვლევებზე მოთხოვნა მცირეა“, – აღნიშნა ხატია წილოსანმა.

10-04-2019

წყარო: 1tv.ge

15-04-2019

ირაკლი ლექვინაძე - 2019 წლის პირველ კვარტალში, რეკომენდაციების 80%-ში ჩვენი პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

13-05-2019

საქართველოში გამოვლენილ ყალბ ბანკნოტებში ყველაზე მეტი 50 და 100-ლარიანია გამოვლენილი

02-06-2021

სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მოქმედების არეალი ფართოვდება

30-04-2019

RE-Conception Bootcamp

30-04-2019

RE-Conception Bootcamp

15-04-2019

ირაკლი ლექვინაძე - 2019 წლის პირველ კვარტალში, რეკომენდაციების 80%-ში ჩვენი პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

13-05-2019

საქართველოში გამოვლენილ ყალბ ბანკნოტებში ყველაზე მეტი 50 და 100-ლარიანია გამოვლენილი

02-06-2021

სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მოქმედების არეალი ფართოვდება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ