MAC Georgia-სა და რადიო თავისუფლების მოკლე ფილმების კონკურსი შშმპ თემაზე
ნავიგატორი
423


MAC Georgia-სა და რადიო თავისუფლების მოკლე ფილმების კონკურსი შშმპ თემაზე

კონკურსი ეძებს დოკუმენტური, მხატვრული და ანიმაციური კინოს რეჟისორებს, რომლებსაც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ იპოვონ და მოჰყვნენ ფაქიზ და ემოციურ ისტორიებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ადამიანების შესახებ.

კონკურსის მიზანია, აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება შშმ პირთა შესახებ. MAC Georgia-სა და რადიო თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, იპოვონ და გააზიარონ მათი ისტორიები, ვისი ხმაც სუსტად ისმის ან სულაც დაკარგულია.

კონკურსში მონაწილე ნამუშევრებს, იქნება ეს დოკუმენტური, ანიმაციური თუ მხატვრული ფილმები, უნდა ჰქონდეს შემოქმედებითი ღირებულება. ავტორებს ექნებათ შესაძლებლობა, საზოგადოებას გაუზიარონ თავიანთი საავტორო ხედვა და ორიგინალური მიდგომა.

საკონკურსო ფილმები გამოქვეყნდება MAC Georgia-სა და რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და Youtube-ის გვერდებზე.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, პროფესიონალ თუ მოყვარულ რეჟისორს, ვისაც სურს, რომ შშმ პირთა ცხოვრების/სამყაროს შესახებ კინემატოგრაფიის შემოქმედებითი ენით მოჰყვეს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები: ​

კონკურსანტმა უნდა გამოაგზავნოს:

  • დასრულებული ფილმი (ანიმაციური, დოკუმენტური ან მხატვრული ჟანრის);
  • ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 3 წუთზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 8 წუთს (აღნიშნული ქრონომეტრაჟის საზღვრები წამების სიზუსტით უნდა იყოს დაცული);
  • ავტორი უნდა ფლობდეს სრულ საავტორო უფლებებს ფილმზე;
  • ავტორმა ფილმის ორი ვერსია უნდა გამოაგზავნოს:
  1. ქართული სუბტიტრებით: ფონტი - Font_bpg_nino_mtavruli_bold (მუქ შავ ფონზე) და
  2. ინგლისური სუბტიტრებით - BPG Glaho/Regular ფონის გარეშე.
  • ფილმი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული არცერთ პლატფორმაზე;
  • დოკუმენტური ფილმის შემთხვევაში, Ავტორს უნდა ჰქონდეს გმირის/გმირების ინფორმირებული თანხმობა ფილმში მონაწილეობაზე.
  • ავტორს მოპოვებული უნდა ჰქონდეს ფილმში გამოყენებული მუსიკის საავტორო უფლებები.
  • ფილმის ფორმატი უნდა იყოს: HD - 1920x1080, mp4.

რა კრიტერიუმებს გაითვალისწინებენ შეფასებისას? ​ ​

  • რამდენად შეესაბამება ფილმი კონკურსის თემას;
  • რამდენად საინტერესო გმირები ჰყავს ფილმს;
  • თემისადმი დამოკიდებულება;
  • რამდენად ძლიერია ფილმში მოთხრობილი ამბავი/სიუჟეტი;
  • იდეის ორიგინალურობა;
  • წარმოებისა და ვიზუალური ფორმის ხარისხი;
  • ხმის ხარისხი;
  • შემოქმედებითი მიდგომა;
  • გზავნილის სიცხადე და ემოციური ძალა.

როგორ გამოვაგზავნოთ ფილმი? ​ ​

  • დასრულებული ფილმი ატვირთეთ Vimeo-ზე დაცული პაროლით ან Youtube-ზე (დახურული ბმული - Unlisted);
  • დარეგისტრირებისას ფილმის დახურული ბმული უნდა მიუთითოთ სააპლიკაციო ფორმის მითითებულ ველში.

როგორ უნდა დავრეგისტრირდე?

სააპლიკაციო ფორმის შესავსებად მიჰყევით ბმულს.

როდის არის ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადა? ​ ​

ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადაა 31 მარტი, 2023 წელი.

რამდენია საპრიზო ფონდი? ​ ​

  • პირველი ადგილი - 14 000 ლარი;
  • მეორე ადგილი - 9 000 ლარი;
  • მესამე ადგილი - 5 000 ლარი.

ვინ შეარჩევს და შეაფასებს ფილმებს? ​ ​

ნამუშევრების საკონკურსო პირობებთან შესაბამისობას, ფინალში გასულ ფილმებსა და გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური.

ჟიურის შემადგენლობა:

  • სალომე ჯაში - დოკუმენტალისტი;
  • გიორგი მრევლიშვილი - დოკუმენტალისტი;
  • დიანა ჯანაშია - პროგრამის მენეჯერი, MAC Georgia;
  • ანა გოგუაძე - ფოტოგრაფი;
  • Მარიამ ჭაჭია - დოკუმენტალისტი.

20-სა და 21 დეკემბერს Frontline Cafe-ში დაგეგმილია MAC Georgia-ს წინა კონკურსის გამარჯვებული ფილმების ჩვენება და დისკუსია. ღონისძიებას კონკურსის ჟიური და ორგანიზატორები დაესწრებიან და მიმდინარე კონკურსში მონაწილეობის მსურველთა შეკითხვებს უპასუხებენ. კინოჩვენებაზე დასწრებისთვის გთხოვთ მისწეროთ MAC Georgia-ს კომუნიკაციების სპეციალისტ მედეა შარიქაძეს ელფოსტის მისამართზე: medea.sharikadze@macgeorga.org

ფინალში გადასული ნამუშევრების ავტორებს ეცნობებათ წინასწარ, 2023 წლის მაისში. ამას გარდა, ყველა მონაწილეს მეილის მეშვეობით შევატყობინებთ შედეგების შესახებ. ფინალში გადასული ფილმები რადიო თავისუფლებისა და MAC Georgia-ს ვებსაიტებსა და სოციალური მედიის არხებზე გამოქვეყნდება, რის შემდეგაც გაიმართება დაჯილდოების ცერემონია, ფინალისტი ფილმების კინოჩვენება და სამი გამარჯვებულის გამოვლენა. კონკურსის დასრულებამდე ფილმის სხვაგან გამოქვეყნება დაუშვებელია.

ვის დავუკავშირდე, თუ შეკითხვა გამიჩნდა? ​

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით MAC Georgia-ს კომუნიკაციების სპეციალისტს, მედეა შარიქაძეს:

medea.sharikadze@macgeorga.org

+995 593 718 718

 


 

წყარო: რადიო  თავისუფლება

23-12-2022

წყარო: რადიო თავისუფლება

15-05-2019

ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი სასწავლო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფებოდა

02-04-2019

2018 წელს საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 3 მილიარდი ლარით გაიზარდა

08-04-2019

საქართველო ელექტრომობილების გამოშვებას იწყებს -სპეციალური ქარხანა ქუთაისში აშენდება

16-05-2019

საჯარო ლექცია

16-05-2019

საჯარო ლექცია

15-05-2019

ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი სასწავლო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფებოდა

02-04-2019

2018 წელს საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 3 მილიარდი ლარით გაიზარდა

08-04-2019

საქართველო ელექტრომობილების გამოშვებას იწყებს -სპეციალური ქარხანა ქუთაისში აშენდება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ