გაეროს ქალთა ორგანიზაციის მთავარი სტატისტიკოსი პაპა სეკი:
ნავიგატორი
2127


გაეროს ქალთა ორგანიზაციის მთავარი სტატისტიკოსი პაპა სეკი:

 გაეროს ქალთა ორგანიზაციის მთავარი სტატისტიკოსი პაპა სეკი: — გენდერული სტატისტიკის საკითხებზე რეგიონული კონფერენციის ფარგლებში საქსტატის 100 წლის იუბილეს და ამ ოფისის მიერ გენდერული სტატისტიკის წარმოების 20 წლისთავს ერთდროულად აღვნიშნავთ, რაც ჩვენი შეფასებით, არსებითია სამხილზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგემვა-განხორციელებისთვის გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

 გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან თანამშრომლობის ათ წელზე მეტს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში ერთობლივად გაუმჯობესდა პუბლიკაცია "ქალი და კაცი საქართველოში", შეიქმნა გენდერული სტატისტიკის პორტალი, გაუმჯობესდა კომუნიკაცია და თანამშრომლობა მონაცემთა მომხმარებლებთან, ჩატარდა საქსტატის პირველი ეროვნული კვლევა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და იგეგმება საქართველოსთვის პირველი დროის გამოყენების კვლევა. საქსტატმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი შრომა გასწიეს გენდერული ნიშნით ანაზღაურებებს შორის არსებული განსხვავებების გამოთვლის კუთხით შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით. ასევე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ 2018 წელს ჩატარდა ეროვნული სტატისტიკის სამსახურის გენდერული შეფასება, რომლის რეკომენდაციები და შეფასებები საშუალებას გვაძლევს, გენდერული სტატისტიკა კიდევ უფრო ახალ დონეზე გადავიდეს.

25-07-2019

წყარო: UN Women Georgia

27-08-2019

ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG –Kazbegi) კაჭრეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

17-02-2023

სასწავლო კურსი სტუდენტური ჯგუფებისა და მოძრაობებისთვის – 25-29 მარტი, 2023

13-06-2019

აშშ-ს შავ სიაში ყოფნის გამო Huawei ახალ ლეპტოპს ვერ წარადგენს

17-01-2023

ტრენინგ კურსი - მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის

17-01-2023

ტრენინგ კურსი - მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის

27-08-2019

ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG –Kazbegi) კაჭრეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

17-02-2023

სასწავლო კურსი სტუდენტური ჯგუფებისა და მოძრაობებისთვის – 25-29 მარტი, 2023

13-06-2019

აშშ-ს შავ სიაში ყოფნის გამო Huawei ახალ ლეპტოპს ვერ წარადგენს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ