"საზოგადოება და ბანკები": ქვეყანაში შეინიშნება სამუშაო ძალის კლების ტენდენცია
ნავიგატორი
1825


"საზოგადოება და ბანკები": ქვეყანაში შეინიშნება სამუშაო ძალის კლების ტენდენცია

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება და ბანკებმა“ ილიაუნის ,,ფინანსური განათლების ცენტრთან“ ერთად ეკონომიკურ განვითარებაში ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობა და ქვეყანაში არსებული სამუშაო ძალის მდგომარეობა მიმოიხილა.

 

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყანაში შეინიშნება სამუშაო ძალის კლების ტენდენცია.

 

ამის ძირითადი მიზეზებია: შობადობის დაბალი მაჩვენებელი, მიგრაცია და მოსახლეობის დაბერების მაჩვენებლის ზრდა.

 

„შობადობა 1995-2002 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 3%-ით მცირდებოდა, რამაც დღეისათვის შეამცირა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ჩართული უნდა ყოფილიყო ეკონომიკურ საქმიანობაში.

 

ყოველწლიურად იზრდება ემიგრანტთა რაოდენობა.

 

2002 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, ქვეყნიდან გასულია დაახლოებით, 1.4 მილიონი ადამიანი, რომელთა დაახლოებით 20% ფლობს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დიპლომს, ხასიათდება მაღალი ადამიანური რესურსით, არის შრომისუნარიანი და შეეძლო საკუთარი წვლილი შეეტანა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში. აღსანიშნავია მოსახლეობის დაბერების ტენდენციაც.

 

2010-2017 წლებში 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში ყოველწლიურად საშუალოდ 0.4%-ით იზრდებოდა და 2017 წლის მდგომარეობით 14.6% შეადგინა. მაშინ როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი მსოფლიოსთვის საშუალოდ 8.7%-ია.

 

მიგრაციის გაზრდილი მაჩვენებელი, შემცირებული შობადობა და დაბერების მაღალი მაჩვენებელი ამცირებს სამუშაო ძალას. ეს ყველაფერი დიდი გამოწვევაა და მსგავსი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყნის მწარმოებლურობა და შესაბამისად ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო შენელდება, რომ არაფერი ვთქვათ მწვავე დემოგრაფიულ მდგომარეობაზე.

 

კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია:

 

• ქვეყანაში შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება;

  • საერთაშორისო ასპარეზზე;


• ყურადღება გამახვილდეს მაღალპროდუქტიულ სექტორებზე;


• წახალისდეს სასწავლებლად წასული ახალგაზრდების ქვეყანაში დაბრუნება;


• გაუმჯობესდეს არსებული განათლების სისტემა.

27-02-2019

წყარო: commersant.ge

10-04-2019

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე გახდა

02-04-2019

სურსათის მაღაზიებში ამბობენ, რომ მოსახლეობა ნაგვის პარკებს იმარაგებს

29-05-2019

ნანა ამისულაშვილი - გადახდისუუნარობის შესახებ კანონპროექტი ბიზნესს რეაბილიტაციის შესაძლებლობას უზრდის

16-03-2023

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024

16-03-2023

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024

10-04-2019

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე გახდა

02-04-2019

სურსათის მაღაზიებში ამბობენ, რომ მოსახლეობა ნაგვის პარკებს იმარაგებს

29-05-2019

ნანა ამისულაშვილი - გადახდისუუნარობის შესახებ კანონპროექტი ბიზნესს რეაბილიტაციის შესაძლებლობას უზრდის


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ