ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამები
ნავიგატორი
1167

ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამები

ლეინ კირკლენდის ფონდი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სხვადასხვა დარგის სპეციალისტებსა და მკვლევრებს სთავაზობს სრულად დაფინანსებულ კვლევითი/სასწავლო ვიზიტებს პოლონეთის წამყვან უნივერსიტეტებში.

ფონდი აცხადებს მიღებას 2023-2024 სასწავლო წლისათვის შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე:

  • კირკლენდის კვლევითი პროგრამა – პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ 45 წლამდე მკვლევრებს, რომლებიც ფლობენ დოქტორის ხარისხს და უკავიათ აკადემიური პოზიცია; კანდიდატს უნდა ჰქონდეს კვლევის მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება.

პროგრამით ფინანსდება ერთსემესტრიანი კვლევითი ვიზიტი პოლონეთის კვლევით ცენტრებში. გრანტი ითვალისწინებს როგორც სამგზავრო, საცხოვრებელ და სადაზღვევო ხარჯებს, ისე ყოველთვიურ სტიპენდიას.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 1-ელი მარტი.

  • ლეინ კირკლენდის სტიპენდია – პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ხარისხის მქონე სხვადასხვა დარგის ექსპერტებს 40-წლამდე მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილებით.  

პროგრამით ფინანსდება ორსემესტრიანი სასწავლო ვიზიტი პოლონეთის ოთხი აკადემიური ცენტრიდან ერთ-ერთში (ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, ლუბლინი). გრანტი ითვალისწინებს როგორც სამგზავრო, საცხოვრებელი და სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურებას, ისე ყოველთვიურ სტიპენდიას.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 1-ელი მარტი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამების კოორდინატორებს მეილზე: kirkland@kirkland.edu.pl

წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

20-01-2023

წყარო: ლეინ კირკლენდის ფონდი

20-01-2023

ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსი ფშავ-ხევსურეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

22-07-2019

ზუგდიდში ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელი მეწარმე ქალები დარგის ექსპერტებს ხვდებიან

15-02-2023

ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN კლიმატის ცვლილებაზე სტუდენტურ კონკურსს აცხადებს

12-07-2019

საქართველო, როგორც 146-ე წევრი სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუერთდება

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ