ბიომრავალფეროვნების დღე „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობაში
2023 წლის 21 მაისს კახეთში, ახმეტის მუნიციპლიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, ახმეტის მუნიციაპლიტეტთან ერთად, აღნიშნავს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს. ღონისძიების მიზანია შინაურ ცხოველთა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაცია, ახმეტის რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის საზოგადოებისათვის გაცნობა და ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივების წარმოჩენა-წახალისება.
ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობა, გაეცნონ შინაურ ცხოველთა პოპულაციებსა და პერმაკულტურის მოდელს, „ფერმერულ ბაზარზე“ შეიძინონ ადგილობრივი პროდუქტი და შეფმზარეულების მიერ ადგილზევე დამზადებული კერძები, და, რაც მთავარია, დაისვენონ მხიარულ და სასიამოვნო გარემოში.
ბიომრავალფეროვნების დღე ზემო ხოდაშენში ფართო საზოგადოებას უმასპინძლებს. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან როგორც საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ისე სამეცნიერო ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ჰორეკას სექტორის, მედიის, ტუროპერატორებისა და ადგილობრივი ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროდუქტის მწარმოებლები, დისტრიბუტორები და სხვ.
სტუმრების მიერ ადგილზე შეძენილი კერძების თანხა მოხმარდება საკონსერვაციო მეურნეობის გაძლიერებასა და ადგილობრივი ინიციატივების წახალისებას!
„ელკანას“ შინაურ ცხოველთასაკონსერვაციომეურნეობა
აგრარულიბიომრავალფეროვნებისკონსერვაციაასოციაცია „ელკანას“ ერთ-ერთიმთავარიმიმართულებაა ჯერ კიდევ 1996 წლიდან. 2011 წლიდან მოყოლებული სოფელზემოხოდაშენშიფუნქციონირებსასოციაცია „ელკანას“ შინაურ ცხოველთასაკონსერვაციომეურნეობა, რომლისმიზანიაადგილობრივიჯიშებისკონსერვაცია,პოპულარიზაციადადაინტერესებულფერმერთა შორის გავრცელება. მეურნეობის ტერიტორიაზემოწყობილიაპერმაკულტურისნაკვეთი. აქვე მდებარეობს ღია სამუშაო სივრცე, სადაც,სხვადასხვატიპის დარგობრივიშეხვედრებისა დატრენინგების გარდა, ფერმერთა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის „ფერმერის დღეები“ ტარდება.
მეურნეობა ტურისტულ ჯგუფებსაც მასპინძლობს, რომლებიც „ელკანას“ საქმიანობას ეცნობიან, მეურნეობას ათვალიერებენ და ადგილობრივ კერძებსა და ღვინოს აგემოვნებენ.
ღონისძიება გაიმართება 2023 წლის 21 მაისს; დასაწყისი 13:00.
მისამართი: კახეთი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზემო ხოდაშენი, „ელკანას საკონსერვაციო მეურნეობა.
წყარო: ელკანა