|
| 1020 |
|---|
„ჰორიზონტი ევროპა“ მკვლევრებისთვის საკონკურსო განაცხადების შედგენის საკონსულტაციო ბანაკს აწყობს
| ევროკომისია საქართველოს საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ მკვლევრებსა და ნოვატორებს სამდღიან ბანაკში იწვევს. ისინი გაივლიან ტრენინგს საკონკურსო წინადადებების შედგენაში და ექსპერტებისგან ინდივიდუალურ კონსულტაციებს მიიღებენ. საკონკურსო წინადადებების წერის სწავლება მორგებული იქნება იმ მკვლევრებისა და ნოვატორების ინტერესებზე, რომელთა მიზანიც პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის“ მომავალ კონკურსებში მონაწილეობაა. ამასთან, ექსპერტები მათ კონკრეტული წინადადებების გარშემო გაუწევენ კონსულტაციებს. გარდა ამისა, ეროვნული საკონტაქტო პირებისთვის ნახევარდღიანი ტრენინგიც ჩატარდება. ეს მათ დაეხმარება, „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ეფექტიანად მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია და მაქსიმალურად გაუმარტივონ მიზნების მიღწევა. ყველა ფორმატის ტრენინგი თბილისში, 2023 წლის 6-იდან 10 თებერვლამდე პერიოდში გაიმართება. დაინტერესებულ მკვლევრებს და ნოვატორებს, ასევე ეროვნულ საკონტაქტო პირებს საქართველოდან რეგისტრაციის გავლა ონლაინ ფორმის შევსებით შეუძლიათ. დამატებითი ინფორმაცია დახურვის თარიღი:თებერვალი 10, 2023
წყარო: https://euneighbourseast.eu/ |

26-01-2023
წყარო: ევროკომისია
|
11-04-2019 Xiaomi-ს დამფუძნებელმა ბონუსად $957 მილიონი მიიღო |
|---|
|
05-06-2019 რიანა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი მომღერალია |
|
12-07-2019 2019 წლის ,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად“ კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ! |
|
26-02-2019 ილონ მასკს მორიგი ტვიტის გამო ედავებიან |