|
| 1157 |
|---|
სასწავლო ინიციატივა, „ევროპული სოციალური დოკუმენტური კინო“ ქართული მედიის წარმომადგენლებს კონკურსში იწვევს
| „ევროპული სოციალური დოკუმენტური კინო“ (ESoDoc), 8-თვიანი სასწავლო ინიციატივა მედია პროფესიონალებისთვის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, „შემოქმედებითი ევროპის“ ფარგლებში კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოსა და უკრაინაში მცხოვრებ ავტორებს, რეჟისორებს, პროდიუსერებს, ჟურნალისტებს, საკომუნიკაციო დიზაინერებს, პროგრამისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების კომუნიკაციების მენეჯერებს. სასწავლო პროგრამა პროექტის შემუშავების ინტენსიური პროცესია და ის ფიზიკურად დასასწრები და ონლაინ სესიების ოთხი ფაზისგან შედგება. თითოეული ფაზა მოიცავს ლექციებს, მასტერკლასებს, კონკრეტულ მასალათა განხილვას, სამუშაო შეხვედრებს და ჯგუფურ მუშაობას. ამასთან, პროგრამაში მონაწილეებს ექსპერტები შეასწავლიან ისეთ მეთოდებს, როგორიცაა მულტიმოდალური ამბის თხრობა, გავლენის სტრატეგიათა დასახვა, პრეზენტაციის ტექნიკები და სხვა. პროგრამაში მონაწილეობა ითვალისწინებს გადასახადს, რომელიც ყველა სესიაზე დასწრებისა და საცხოვრებელ ხარჯებს ფარავს. თუმცა კანდიდატებს საქართველოდან და უკრაინიდან შეუძლიათ, მოითხოვონ შემცირებული გადასახადი (750 ევრო) ან სტიპენდია (თუკი მათი ქვეყანა მსგავსი პროგრამებისთვის სტიპენდიებს არ გასცემს ან თუ მონაწილეს სხვა მხრივ შეუძლია ფინანსური მხარდაჭერის საჭიროების დამტკიცება). განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 10 თებერვალი. დამატებითი ინფორმაცია დახურვის თარიღი:თებერვალი 10, 2023
|

26-01-2023
წყარო: ევროპული სოციალური დოკუმენტური კინო
|
30-04-2019 RE-Conception Bootcamp |
|---|
|
17-01-2023 ამბის თხრობის კურსი სამოქალაქო საზოგადოებისთვის — შეიტანეთ განაცხადი 20 იანვრამდე |
|
16-06-2023 ანალიტიკური სტატიების ყოველწლიურ კონკურსს თემაზე: მონაცემები ცვლილებებისთვის |
|
29-03-2019 ქართული პროდუქცია იაპონიის საერთაშორისო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი |