სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა
ნავიგატორი
897


სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით იწყება აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი სახელოვნებო სკოლების, საჯარო და კერძო სკოლების და კულტურის ცენტრების საგუნდო და ქორეოგრაფიული ანსამბლები.

აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის მიზანია ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა და პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და მონაწილეთა შორის შემოქმედებით სიახლეთა გაზიარება, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია.

აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა წარიმართება ეტაპობრივად.

პირველი ეტაპი ჩატარდება:

 ქალაქი ბათუმი - 22 აპრილი, სსიპ აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,არსიანის“ საკონცერტო დარბაზი;

 ხულოს მუნიციპალიტეტი - 25 აპრილი, სსიპ ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;

 ქობულეთის მუნიციპალიტეტი - 28 აპრილი, სოფელ ციხისძირის კულტურის სახლი;

 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - 2 მაისი, ხელვაჩაურის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი;

 ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტები - 3 მაისი, ქედის კულტურის ცენტრი. 

 

მეორე  ეტაპი ჩატარდება 2023 წლის  8 მაისს   სსიპ - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში. 

 

მესამე ეტაპი გამარჯვებული ანსამბლების გალა კონცერტი და დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდება 2023 წლის 6 ივნისს სსიპ - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში.

 

განაცხადები მიიღება 2023 წლის 24 მარტიდან 13 აპრილის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე - adjaraolimpiada@gmail.com ან კულტურის დეპარტამენტში /განაცხადის ფორმა, კონკურსის პირობები იხილეთ www.moecs.ge

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

ტელ: 422 24 53 82;  577 30 40 95

მისამართი: ბათუმი, გუდიაშვილის ქუჩა №4

ოლიმპიადა განაცხადის ფორმა - სიმღერა

ოლიმპიადა განაცხადის ფორმა - ქორეოგრაფია

საკონკურსო პირობები

 


 

წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

23-03-2023

წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

05-06-2019

ვითიბი ბანკმა გამარჯვებულები დააჯილდოვა

10-05-2019

ლოს ანჯელესში 2050 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილები ივლის

20-11-2019

საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში- გამარჯვებულები - 20 ნოემბერი

11-04-2019

„ნენსკრა ჰიდროს“ ზემო სვანეთში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გადაეცა

11-04-2019

„ნენსკრა ჰიდროს“ ზემო სვანეთში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გადაეცა

05-06-2019

ვითიბი ბანკმა გამარჯვებულები დააჯილდოვა

10-05-2019

ლოს ანჯელესში 2050 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილები ივლის

20-11-2019

საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში- გამარჯვებულები - 20 ნოემბერი


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ