დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები
ნავიგატორი
860


დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები

ახალგაზრდებში აფხაზეთის საკითხისადმი ინტერესის გაღრმავებისა და აფხაზური თემატიკის პოპულარიზაციისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დაწესდა დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები.

სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ სხვადასხვა დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით გამორჩეულ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება (საშუალო ქულა უნდა აღემატებოდეს 80-ს);
  • მონაწილეობა აქვთ მიღებული სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში;
  • გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი;
  • არიან საზოგადოებრივად აქტიურები.

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია განისაზღვრება თვეში 200 ლარით სამაგისტრო, ხოლო 200 ლარით – საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის. მათ სტიპენდია მიეცემათ დანიშვნის დღიდან 1 სასწავლო წლის (10 თვის) განმავლობაში.

 ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია კი განისაზღვრება თვეში 200  ლარით როგორც სამაგისტრო, ასევე საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის. სტუდენტებს სტიპენდია მიეცემათ დანიშვნის დღიდან 1 სასწავლო წლის (10 თვის) განმავლობაში.

განაცხადების წარდგენის ვადას განსაზღვრავს და საჯაროდ აცხადებს სამინისტრო სასწავლო წლის დასრულების შემდეგ.

  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი arts_sciences@iliauni.edu.ge
  • სამართლის სკოლა lawfaculty@iliauni.edu.ge
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი sciences_medicine@iliauni.edu.ge
  • ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი bte@iliauni.edu.ge

თუ პოლიტიკის მეცნიერების დარგში მუშაობთ, წერილის გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ: დიმიტრი ემუხვარის სახელობის სტიპენდია, ხოლო ყველა სხვა დარგში მომუშავე სტუდენტებმა მიუთითეთ: ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3JSMw6w

 


 

წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

23-03-2023

წყარო: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

02-04-2019

საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - დავით წიკლაურმა საბჭო დატოვა

01-05-2023

კონკურსი გაეროს მოდელირების პროექტში მონაწილეობის მისაღებად

22-02-2019

„ბიზნეს ამქარი“ - აკადემიური სექტორი ბიზნესისათვის

28-02-2019

მიწის მდგრადი მართვის სააგენტო - ახალი სსიპ, რომელიც 800 ათასით ლარით დაფინანსდება

28-02-2019

მიწის მდგრადი მართვის სააგენტო - ახალი სსიპ, რომელიც 800 ათასით ლარით დაფინანსდება

02-04-2019

საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - დავით წიკლაურმა საბჭო დატოვა

01-05-2023

კონკურსი გაეროს მოდელირების პროექტში მონაწილეობის მისაღებად

22-02-2019

„ბიზნეს ამქარი“ - აკადემიური სექტორი ბიზნესისათვის


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ