მენი ბენიშმა: სამინისტროს მხრიდან ტექნოლოგიებისადმი განსაკუთრებული მიდგომა უმნიშვნელოვანესია, რადგან მსოფლიო ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული
ნავიგატორი
1695

მენი ბენიშმა: სამინისტროს მხრიდან ტექნოლოგიებისადმი განსაკუთრებული მიდგომა უმნიშვნელოვანესია, რადგან მსოფლიო ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული

ტექაბის აკადემიისა და დეველოპური ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი მენი ბენიშმა საქართველოში გლობალური სტარტაპ ფონდის ოფიციალურ გახსნა შეაფასა.

მისი აზრით, ეს სიახლე ქართულ სტარტაპებს მრავალმილიონიან ინვესტიციასთან უხსნის წვდომას და ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს მხრიდან ტექნოლოგიებისადმი განსაკუთრებული მიდგომა უმნიშვნელოვანესია. აუცილებელია, რომ ბავშვები ტექნოლოგიებით ადრეული ასაკიდან დაინტერესდნენ.

„სამინისტროს მხრიდან ტექნოლოგიებისადმი განსაკუთრებული მიდგომა უმნიშვნელოვანესია. მსოფლიოს მომავალი დამოკიდებულია ტექნოლოგიებზე და ჩვენ უკვე ვიცით, რომ ბოლო წლებში ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ცვლის მსოფლიოს. ამიტომ, ჩვენ თუ გვინდა საქართველოში შევქმნათ ეს ცოდნა, უნდა დავიწყოთ საბავშო ბაღებიდან რათა განვითარდნენ ამ მიმართულებით.

ჩვენ ტექნოლოგიებით უნდა დავაინტერესოთ ბავშვები სამი-ოთხი წლიდან. ეს პროცესი ბაღებიდან გადავა სკოლებში, სკოლებიდან აკადემიაში და ეს მომავალში განვითარებამდე მიგვიყვანს. ჩვენთან უკვე დასაქმებულია 22-23 წლის 35- მდე ბავშვი, რომლებმაც ისწავლეს 6 თვე და აქვე დაიწყეს მუშაობა სტარტაპებში

როცა ბავშვი მიხვდება რომ ტექნოლოგია ცვლის მსოფლიოს, ცვლის მედიცინას, ტრანსპორტს, მშენებლობას და ზოგადად ყველაფერს ცვლის, მას ექნება მონდომება, რაც მსოფლიოსაც შეცვლის და საქართველოსაც შეცვლის.“ - განაცხადა მენი ბენიშმა .

29-05-2019

წყარო: pia.ge

17-03-2019

„ანაკლიის პორტი უნდა გახდეს კერძო საკუთრება“ - რამაზ გერლიანი

30-08-2019

ტკბილეულის ფესტივალი

23-02-2019

სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილებისთვის უცხო ქვეყნის 56 438 ავტომფლობელი დაჯარიმდა

17-07-2019

ფრინველის ხორცის შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი 2020 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ