|
| 810 |
|---|
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
| რიგით მესამე გრეის ჰოპერის ჯილდოს 2023 წლის გახსნის ღონისძიება დღეს თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა. ღონისძიებაზე ჯილდოს მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, გასული წლის გამარჯვებულებმა და ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწე ქალებმა გრეის ჰოპერის ჯილდოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე საკუთარი განაცხადის გაგზავნის გარდა, შესაძლებელია სხვა ადამიანების, სტარტაპების, ორგანიზაციებისა და პროგრამების წარდგენაც. ჯილდოზე რეგისტრაცია 5 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი, შემდგომ მისამართზე: https://www.ictwomen.ge/ ადგილობრივი და საერთაშორისო ჟიური ფინალისტებს 4 ივნისს გამოავლენს, დაჯილდოების ცერემონია კი 16 ივნისს გაიმართება.
|

03-04-2023
წყარო: The USAID Economic Security Program
|
25-06-2019 ღვინის ეროვნული სააგენტო: ქართული ღვინის ხარისხის კონტროლი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია |
|---|
|
23-09-2022 ანალიტიკური სტატიების კონკურსი - მონაცემები ცვლილებებისთვის |
|
02-05-2019 თბილისში მსოფლიო ბრენდის ახალი სასტუმრო გაიხსნა |
|
08-04-2019 საქართველო ელექტრომობილების გამოშვებას იწყებს -სპეციალური ქარხანა ქუთაისში აშენდება |