|
| 763 |
|---|
ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
| ფოტოკონკურსის მიზანია ქალების/გოგოების უფლებებისთვის და გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლი ქალებისა და გოგოების წარმოჩენა. ფოტოამბავი უნდა ეხმიანებოდეს შემდეგ თემატიკას: • ქალებისა და გოგოების საკვანძო როლი სამოქალაქო და მშვიდობის მშენებლობის პროცესებში; კონკურსში მონაწილეობის პირობები: • ფოტოამბავი უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებს და თემატიკას; გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. (საავტორო უფლებები დაცულია). საპრიზო თანხა - 300 ლარი, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო მოსაკრებლის ჩათვლით. საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 9 აპრილი, 12:00 სთ !!! გამარჯვებულ ნამუშევარს "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" გუნდი გამოავლენს. დაინტერესებულმა პირებმა ნამუშევრები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე უნდა გამოგზავნონ: wicge.org.11@gmail.com; mariam.dzagnidze@gmail.com; office@ginsc.net. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ავტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და ავტორის ფოტოსურათი. გისურვებთ წარმატებებს! *** კონკურსი გამოცხადებულია "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც, დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ხაშურის, ბოლნისის, ქედას, ზუგდიდის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. პროექტის ძირითადი მიზანია ქალთა ლიდერობისა და პოლიტიკური მონაწილეობის სფეროებში, გენდერული სამართლიანობის გაუმჯობესება საქართველოში.
წყარო:GINSC |

07-04-2023
წყარო: ქალთა საინფორმაციო ცენტრი
|
03-05-2019 ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართა |
|---|
|
16-06-2023 ცხადდება მიღება IRI-ის ლიდერთა ბანაკში |
|
04-09-2019 100 ათასი ლარიანი გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია: |
|
19-04-2019 დასრულდა ახალგაზრდული ტრენინგ პროგრამა: "კითხვა-პასუხის სესიები სამართლისა და ბიზნესის სტუდენტებისთვის" |