"მრავალეროვანი საქართველო" (PMMG) აცხადებს ახალი ნაკადის მიღებას ჩართულობითი დემოკრატიის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.
გამოცხადდა ახალი კონკურსი ეთნიკური უმცირესობის ახალგაზრდებისთვის!
იჩქარეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
ეს კონკურსი საშენოა, თუ ხარ:
** ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი თბილისიდან, ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთსა ან კახეთიდან
** 18-35 წლის მოტივირებული ახალგაზრდა
** ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
** დაინტერესებული საქართველოში მიმდინარე პროცესებით, იზიარებ დემოკრატიულ ღირებულებებს და გსურს, იყო აქტიური მოქალაქე
** არამარტო სიახლეების მაძებარი, არამედ გსურს, სხვებსაც გაუზიარო შენი ცოდნა და თან დასაქმდე!
სკოლის ფარგლებში გეძლევათ შესაძლებლობა, რათა განავითაროთ პრაქტიკული უნარები და შეიძინოთ სათანადო ცოდნა-გამოცდილება იმისათვის, რომ:
** ჩაერთოთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში;
** გაეცნოთ პოლიტიკურ პარტიებს და ჩაერთოთ პარტიულ საქმიანობაში;
** მოახერხოთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება სხვადასხვა ასპარეზზე;
** შეძლოთ კარიერული სვლა საჯარო სექტორში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე;
** გაიფართოოთ პროფესიული წრე;
** გაიუმჯობესოთ ქართული ენის ცოდნა.
გთავაზობთ:
8-კვირიან ინტენსიურ სასწავლო კურსს სამ დისციპლინაში:
** საჯარო ადმინისტრირება
** სამოქალაქო საზოგადოება და არასამეწარმეო ორგანიზაციის მართვა
** ევროპული ინტეგრაცია
პრაქტიკულ სატრენინგო პროგრამებს და სიმულაციებს შემდეგ თემებზე:
** ლიდერობა
** პოლიტიკის დოკუმენტების დიზაინი
** საჯარო გამოსვლები და თემატური დებატები
** ტრენერთა ტრენინგი
ყურადღება! სკოლის კურსდამთავრებულს მიეცემა რეგიონებში ანაზღაურებადი სასწავლო-შემეცნებითი ლექციების ჩატარების შესაძლებლობა
** სწავლის ენა - ქართული, რუსული ენის გამოყენების შესაძლებლობით; საჭიროების შემთხვევაში, ორენოვანი ლექტორები დაგეხმარებიან სასწავლო მასალის სრულყოფილად აღქმაში.
** სწავლა და პროგრამის ყველა კომპონენტი უფასოა!
** სრული სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
** სასწავლო პროცესი წარიმართება პირისპირ (ოფლაინ), თბილისში.
** სწავლა დაიწყება 2023 წლის 29 მაისს, სალექციო განრიგის სკოლის მსმენელებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე
სკოლაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა:
** შეავსოთ და გამოაგზავნოთ განაცხადის ფორმა შემდეგი ბმულის გამოყენებით https://forms.gle/bD5rSTcRPGPtYyFVA
** გამოაგზავნეთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელ.ფოსტაზე vacancy.pmmg@gmail.com. წერილის სათაურში მიუთითეთ: "ჩართულობითი დემოკრატიის სკოლა 2023". სხვა სათაურით შემოსული წერილები არ განიხილება!
** განაცხადების მიღების ბოლოო ვადაა 25 მაისი, 2023 წ.
** შერჩევის შედეგები წარმატებულ აპლიკანტებს ეცნობება 2022 წ. 27 მაისამდე. განმცხადებელთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას დაუკავშირდეს მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: +995 32 2 96 21 25; +995 599 68 68 96.
ჩართულობითი დემოკრატიის სკოლის ფუნქციონირება შესაძლებელი გახდა "ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისთვის" (NED) ფინანსური ხელშეწყობით, პროექტის "ეთნიკურ უმცირესობათა თემების პოლიტიკური მონაწილეობა" ფარგლებში.
წყარო: https://jobs.ge/