სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტი
ნავიგატორი
826


სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტი

IAZ დაარსდა RDA-ს მიერ 2017 წელს იმერეთის რეგიონში ბოსტნეულის, მწვანილის, კენკრისა და ყვავილების ტრადიციული სასათბურე წარმოების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და ამ მიზნით 2020 წელს, საჯარო ინტერესთა გამოხატვის (EOI) პროცესის მეშვეობით, წარადგინა სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტის კონცეფცია.

რატომ უნდა განახორციელოთ ინვესტიცია IAZ-ის GHCD პროექტში?

• ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, განახორციელოთ ინვესტიცია ცენტრალიზებულად მართულ, სრული მომსახურებით უზრუნველყოფილ 220 ჰა სასათბურე მეურნეობის კლასტერის განვითარებაში;

• MEPA და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი სრულ თანხვედრაშია UN-ის განვითარების მიზნებთან, რომლებსაც მხარს უჭერენ გლობალური განვითარების სააგენტოები;

• მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, იმერეთის რეგიონში, რომელიც გამორჩეულია იდეალური კლიმატით და ნოყიერი ნიადაგით;

• ფაზა 1-ში უზრუნველყოფს სრულად მომზადებულ მიწის ნაკვეთზე 5.2 ჰა ფართობის ტერიტორიის გამოყოფას დაბალ-ტექნოლოგიური სათბურებისთვის (ცელოფანის, ბადის და გვირაბის ტიპის სათბურების ჩათვლით) და 26.8 ჰა ფართობის ტერიტორიის გამოყოფას მაღალ და საშუალო ტექნოლოგიური სათბურებისთვის, სასოფლო-სამეურნეო წარმოების სრული ჯაჭვის განვითარებისთვის;

• გარანტირებული, მისაერთებლად გამზადებული მაღალი სიმძლავრეების კომუნალური მომსახურების, ელექტროენერგიის, გაზის და წყლის/დრენაჟის კონკურენტუნარიან ფასად მიწოდება. მომსახურების მენეჯმენტს სრულად უზრუნველყოფს IAZ ან/და IAZ-ის შვილობილი კომპანიები;

• მხარდაჭერილია დამხმარე ბიზნესების ფართო სპექტრის მიერ, აგრომასალების მომწოდებელი კომპანიების და მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის (HTDC) ჩათვლით;

• უზრუნველყოფს პროდუქციის წარმატებულ გაყიდვებს, შემგროვებელი, შესანახი და მასერტიფიცირებელი ობიექტების მეშვეობით, ეროვნულ და გლობალურ საექსპორტო ლოგისტიკურ საშუალებებზე მარტივი წვდომით;

• სთავაზობს უცხოელ ინვესტორებს სრულად განვითარებული და სერვისებით სრულად უზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის შესყიდვის იშვიათ შესაძლებლობებს, წინასწარ განსაზღვრული მექანიზმის გათვალისწინებით.

24-11-2021

წყარო: Imereti Agro Zone

25-05-2023

„ქეშბექობანა“ - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack, Visa-სთან ერთად ბავშვებისთვის განსაკუთრებულ აქციას იწყებს!

15-04-2019

2025 წლისთვის გერმანიაში განახლებადი ენერგიის წილი ქვეყნის ენერგოსისტემაში 40%-ს გადააჭარბებს

20-01-2023

პრაღის ეკონომიკური ინსტიტუტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

12-09-2022

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა

12-09-2022

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა

25-05-2023

„ქეშბექობანა“ - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack, Visa-სთან ერთად ბავშვებისთვის განსაკუთრებულ აქციას იწყებს!

15-04-2019

2025 წლისთვის გერმანიაში განახლებადი ენერგიის წილი ქვეყნის ენერგოსისტემაში 40%-ს გადააჭარბებს

20-01-2023

პრაღის ეკონომიკური ინსტიტუტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ