ქართული ხილი და კენკრა: წარმოების ეფექტიანობა და მარკეტინგი
ნავიგატორი
3059

ქართული ხილი და კენკრა: წარმოების ეფექტიანობა და მარკეტინგი

12 მარტს თბილისში გაიმართება კონფერენცია „ქართული ხილი და კენკრა: წარმოების ეფექტიანობა და მარკეტინგი“.

კონფერენცია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის(FAO), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლობით არის ორგანიზებული.

კონფერენციის მიზანია ქართველ მწარმოებლებს გააცნოს ვაშლის, მსხლის და კენკრის წარმოების, შენახვის, დამუშავების და მარკეტინგის მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკა, დაეხმაროს მათ მრავალრიცხოვანი საინვესტიციო და საბაზრო შესაძლებლობების გამოყენებაში ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოში ევროკავშირის, EBRD-ის და FAO-ს წარმომადგენლები, ექსპერტები მოლდოვადან, უკრაინიდან, საქართველოდან და შვედეთიდან.

კონფერენციის ფარგლებში მწარმოებლებისთვის ორი ტრენინგი ჩატარდება - კენკრის წარმოების და გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიები, ასევე ვაშლისა და მსხლის წარმოების სპეციფიკა, შენახვა და მარკეტინგი.

13 მარტს კონფერენციის მონაწილეებისთვის ორგანიზებული იქნება ბიზნეს-ტური კომპანია „ხიჩატელი“– ს ბაღში და თანამედროვე სამაცივრე მეურნეობაში.

დასასწრებად, მოგწერეთ ელექტრონულ მისამართზე: mariami.saldadze@fao.org

28-02-2019

წყარო: კონსულტაციები მცირე ბიზნესისათვის

15-02-2019

კომპანია „Iberostar Group” საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა

25-06-2019

საქართველოს ბანკმა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით კონფერენცია - “ინვესტორთა დღე” გამართა

22-05-2023

ტრენინგი: ჰუმანიტარულ პროცესებში შშმ ქალების ჩართულობა

29-05-2019

ნანა ამისულაშვილი - გადახდისუუნარობის შესახებ კანონპროექტი ბიზნესს რეაბილიტაციის შესაძლებლობას უზრდის

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ