ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფერმერებისთვის უცხოელი აგრონომების მასტერკლასი გაიმართა
ნავიგატორი
2017


ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფერმერებისთვის უცხოელი აგრონომების მასტერკლასი გაიმართა

ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციამ ამ დარგის აგროწარმოების ფერმერებისთვის აშშ-სა და იტალიიდან მოწვეული აგრონომების მასტერკლასი მოაწყო.

 

ასოციაციის წევრ 50-მდე ფერმერს და დაინტერესებულ პირებს  USAID პროგრამის აგრო ბიზნეს კონსულტანტმა ბრიუს ბეიმ და იტალიის აგროინდუსტიული ჯგუფის „ვიტროპლანტის“  (VITROPLANT) აგრონომმა  ჯერარდო გრილიმ (Gerardo Grilli)მსოფლიოში, ნუშისა და კაკლის აგროწარმოებაში არსებული გამოცდილებები  გაუზიარეს.

 

ასოციაციის ძირითად გამოწვევას დარგში აგრონომიული ცოდნის და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა წარმოადგენს.

 

უცხოელი აგრონომები საქართველოში რამდენიმე დღეა იმყოფებიან და ადგილობრივ ფერმერებს   საქართველოში ნუშისა და კაკლის აგროწარმოების განვითარებისთვის კონსულტაციებს უწევენ. 

 

ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია, 2018 წლის მაისში დაფუძნდა. ასოციაციის მიზანია ფერმერებს შორის მეტი კოორდინაცია და გამოცდილების გაზიარება.  ამ ეტაპისთვის ასოციაცია 70-მდე ფერმერს აერთიანებს.

28-02-2019

წყარო: commersant.ge

11-04-2019

აქციონერებმა Boeing-ს უჩივლეს

23-02-2019

ქართული ხის სათამაშოები საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიასა და საბერძნეთში გაიყიდება

04-11-2022

საფერავის მესამე საერთაშორისო კონკურსი 2022

21-11-2019

იაპონია-საქართველოს ბიზნეს ფორუმი

21-11-2019

იაპონია-საქართველოს ბიზნეს ფორუმი

11-04-2019

აქციონერებმა Boeing-ს უჩივლეს

23-02-2019

ქართული ხის სათამაშოები საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიასა და საბერძნეთში გაიყიდება

04-11-2022

საფერავის მესამე საერთაშორისო კონკურსი 2022


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ