|
327 |
---|
კონკურსი ახალგაზრდებისთვის – ეს ქვეყანა შენია!!!
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი კამპანიის „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში აცხადებს უკვე ტრადიციულ კონკურსს ახალგაზრდებისთვის „ეს ქვეყანა შენია“. 2023 წელს კონკურსის თემაა: საქართველო ევროპაა!
ახალგაზრდული კონკურსის – „ეს ქვეყანა შენიას“ მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა, აქტივიზმის ხელშეწყობა და ახალგაზრდების წახალისება ჩაერთონ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ახალგაზრდას ან ახალგაზრდების ჯგუფს: მათ შორის სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს (ასაკი 30 წლამდე). ჯგუფური განაცხადის შემთხვევაში, ჯგუფის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ადამიანს. მოსწავლეების შემთხვევაში თითოეულ ჯგუფს შესაძლოა ჰყავდეს ერთი კურატორ-მასწავლებელი.
საქართველო ევროპაა!
მონაწილეებმა უნდა დაგეგმონ და განახორციელონ საინფორმაციო კამპანია, ფლეშმობი, სოციალური მედია კამპანია, ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთობლივი ინიციატივები (მაგ. ერთობლივი დისკუსიების გამართვა, ერთობლივი კამპანიის ორგანიზება და ა.შ.) და სხვა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე, იმ სარგებელზე რასაც ქვეყანა მიიღებს. ასევე საქართველოს ევროპულ იდენტობაზე, ჩვენი ღირებულებების სიახლოვეზე და იმაზე რომ „საქართველო ევროპაა“. კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები, სადაც მიეწოდებათ საჭირო საინფორმაციო მასალები კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის. საინფორმაციო ონლაინ შეხვედრები გაიმართება ზუმის (ZOOM) პლატფორმის საშუალებით: საკონკურსოდ უნდა წარმოადგინოთ აქტივობის მოკლე ანგარიში (ფოტო ან ვიდეო რეპორტაჟი, ბმული და სხვა); დეტალური ინსტრუქცია და საკონკურსო განაცხადის ფორმა გადმოწერეთ – https://civilin.org/wp-content კონკურსი ახალგაზრდებისთვის – „ეს ქვეყანა შენია“ გაიმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით და გამარჯვებულები გამოვლინდებიან რეგიონების მიხედვით. რეგიონის გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების და სამოქალაქო განათლების ექსპერტების მონაწილეობით. კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. საკონკურსო მასალების შეფასების კრიტერიუმები: საკონკურსოდ წარმოდგენილი აქტივობა უნდა განხორციელდეს 2023 წლის ივნისიდან – 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით. წარმოდგენილი საკონკურსო მასალა უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის პირობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განხილება. გთხოვთ, საკონკურსო მასალა გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 2023 წლის 31 ოქტომბრისა შემდეგ ელ–მისამართზე: csogeorgiage@gmail.com სამოქალაქო კამპანიის „ეს ქვეყანა შენიას“ მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის წარმოჩენა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა. სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარეობს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP). საკონტაქტო პირი:
წყარო: https://csogeorgia.org/ |
06-06-2023
წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
28-10-2022 „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტოიოტას მე-16 საერთაშორისო საბავშვო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო |
---|
18-03-2019 2018 წლის IV კვარტალში ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 61.1 ლარით გაიზარდა |
15-04-2019 ფერმა, რომელიც დედაქალაქს ფრინველის ხორცით ამარაგებს, თევზის ფესტივალი ბათუმში და გიორგი ალადაშვილის ბიოდინამიური მეურნეობა |
11-03-2019 უცხოური ინვესტიციების მოცულობა ბოლო 5 წლის მინიმუმზეა |