თბილისი პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-17 საერთაშორისო კონგრესს -„კოლხიდა 2023“-ს მასპინძლობს
ნავიგატორი
616


თბილისი პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-17 საერთაშორისო კონგრესს -„კოლხიდა 2023“-ს მასპინძლობს

30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, თბილისში პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-17 საერთაშორისო კონგრესი - „კოლხიდა 2023“ გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია სახისა და სხეულის გადასაჭიმი, მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების გამომგონებელი და მწარმოებელი კომპანია „აპტოსი“, რომელიც დამსწრეებს უნიკალურ ფორმატსა და დაუვიწყარ გამოცდილებას ჰპირდება. „კოლხიდა 2023“ რედისონ ბლუ ივერია & ბილტმორის სასტუმროში ჩატარდება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 90-ზე მეტი ქვეყნიდან 1 000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის იქნება მსოფლიოში ცნობილი და წამყვანი 120 სპიკერი. კონგრესი ამ წელსაც აგრძელებს ტრადიციას და დამსწრე პროფესიონალებს გაუზიარებს ცოდნას პლასტიკურ ქირურგიაში, დერმატოლოგიასა და ესთეტიკურ მედიცინაში.

ამასთან ერთად, „კოლხიდა 2023“ უმასპინძლებს ესთეტიკურ ინდუსტრიაში წამყვანი ბრენდების გამოფენას, სადაც ნაჩვენები იქნება პლასტიკურ ქირურგიაში არსებული უახლესი მიღწევები და ულტრათანამედროვე დერმატოლოგიური პროდუქტები.

„ღონისძიების დამსწრეებს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს, რომლებიც გააზიარებენ თავიანთ გამოცდილებას პლასტიკურ ქირურგიასა და დერმატო-კოსმეტოლოგიაში. წინა წლების მსგავსად, წლევანდელი კონგრესის ფარგლებშიც, მონაწილეები დაესწრებიან თეორიულ და პრაქტიკულ სესია-სემინარებს. ეს კი უფრო დაგვეხმარება, შევქმნათ  დაუვიწყარი გამოცდილება, რაც, თავის მხრივ, პროფესიონალ ექიმებს შორის გახდება დასაბამი ახალი და ღირსეული თანამშრომლობის“, - ამბობს „აპტოსის“ მარკეტინგის დირექტორი ალექსანდრე ჩიქობავა.

 


 

წყარო: https://commersant.ge/

05-06-2023

წყარო: აპტოსი

18-02-2019

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და CNFA საქართველოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

25-07-2019

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მთავარი სტატისტიკოსი პაპა სეკი:

29-03-2019

ევროკავშირი 2022 წლიდან ახალ ავტომობილებში „შავი ყუთის“ ვალდებულებას შემოიტანს

29-10-2019

პროგრამაში "დანერგე მომავალი" ცვლილებები შევიდა

29-10-2019

პროგრამაში "დანერგე მომავალი" ცვლილებები შევიდა

18-02-2019

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და CNFA საქართველოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

25-07-2019

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მთავარი სტატისტიკოსი პაპა სეკი:

29-03-2019

ევროკავშირი 2022 წლიდან ახალ ავტომობილებში „შავი ყუთის“ ვალდებულებას შემოიტანს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ